https://sputnik-georgia.com/20250520/iusticiis-saxls-axali-servisebi-daemata-293440641.html
იუსტიციის სახლს ახალი სერვისები დაიმატა
იუსტიციის სახლს ახალი სერვისები დაიმატა
Sputnik საქართველო
იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია ენერგოსექტორში მოქმედი 30-მდე კომპანიის სერვისი 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T18:14+0400
2025-05-20T18:14+0400
2025-05-20T18:14+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459256_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_5d005c9c92e9cbb0812fced7a289cc46.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. იუსტიციის სახლში „საქართველოს მელიორაციის“ სერვისები დაინერგა, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ახალი სერვისებით სარგებლობა დღეიდან, 20 მაისიდან იუსტიციის სახლის 124-ვე ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი.უწყების ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდება „საქართველოს მელიორაციის“ სერვისების მიღების პროცესი, მომსახურების არეალი კი ქვეყნის მთელ ტერიტორიას დაფარავს.იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ახლად დანერგილი სერვისების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნენ.როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, იუსტიციის სახლში ასევე ხელმისაწვდომია ენერგოსექტორში მოქმედი 30-მდე კომპანიის სერვისი. შპს „საქართველოს მელიორაცია“ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა. კომპანიის სერვისებს შორისაა ჰიდროელექტროსადგურების, საწარმოებისა და ტბორებისათვის წყლის მიწოდება, სპეც. ტექნიკითა და მობილური გადასატანი ტუმბო-აგრეგატით მომსახურების გაწევა. მომსახურება ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრის მეშვეობით ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284459256_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_d3fb0bcb30cbe727d01811a7008b7f09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
იუსტიციის სახლს ახალი სერვისები დაიმატა
იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია ენერგოსექტორში მოქმედი 30-მდე კომპანიის სერვისი
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. იუსტიციის სახლში „საქართველოს მელიორაციის“ სერვისები დაინერგა, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
ახალი სერვისებით სარგებლობა დღეიდან, 20 მაისიდან იუსტიციის სახლის 124-ვე ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი.
უწყების ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდება „საქართველოს მელიორაციის“ სერვისების მიღების პროცესი, მომსახურების არეალი კი ქვეყნის მთელ ტერიტორიას დაფარავს.
„მომხმარებელს იუსტიციის სახლის მეშვეობით შესაძლებლობა აქვს, განაცხადით მიმართოს შპს „საქართველოს მელიორაციას“ და მოითხოვოს: აბონენტად რეგისტრაცია; დარიცხვის გადამოწმება; პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; დავალიანების გადანაწილება; მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება; მომარაგების ხშირი წყვეტის შესახებ ინფორმირება; აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება; მომარაგების შეწყვეტა ან აღდგენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ახლად დანერგილი სერვისების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აღნიშნეს, იუსტიციის სახლში ასევე ხელმისაწვდომია ენერგოსექტორში მოქმედი 30-მდე კომპანიის სერვისი.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ირიგაციისა და დრენაჟის სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა. კომპანიის სერვისებს შორისაა ჰიდროელექტროსადგურების, საწარმოებისა და ტბორებისათვის წყლის მიწოდება, სპეც. ტექნიკითა და მობილური გადასატანი ტუმბო-აგრეგატით მომსახურების გაწევა. მომსახურება ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრის მეშვეობით ხორციელდება.