https://sputnik-georgia.com/20250520/axali-dazvervis-struqtura-cvlilebebi-saqartveloshi-293443473.html
დაზვერვის ახალი სტრუქტურა: ცვლილებები საქართველოში
დაზვერვის ახალი სტრუქტურა: ცვლილებები საქართველოში
Sputnik საქართველო
დაზვერვის სამსახური ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება და სუსს დაექვემდებარება 20.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-20T21:00+0400
2025-05-20T21:00+0400
2025-05-20T21:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/97/233709769_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_dcc504c19b7ac68e99c8b515e7bdad8f.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტი კანონპროექტების პაკეტის განხილვას შეუდგება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის გაუქმებას და მისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადასვლას.საქართველოს დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი უწყება, 1997 წლის 19 სექტემბერს შეიქმნა. 2013 წლამდე დაზვერვის სამსახური უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, 2013 წლიდან კი იგი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სააგენტოდ გადაკეთდა, რომელსაც უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.ცვლილებების თანახმად, დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. სააგენტო სუსს დაექვემდებარება, სწორედ იგი დანიშნავს სააგენტოს უფროსს.კანონპროექტის ავტორების - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების თქმით, ცვლილებები ხელს შეუწყობს ამ სამსახურებს შორის საქმიანობის კოორდინაციას და გაზრდის მათი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის ეფექტურობას.კანონპროექტი ძალაში 2025 წლის 1-ელ ივლისს შევა, მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას სამი მოსმენით მიიღებს და საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერს ხელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/97/233709769_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_7b79bc1af71a1357f2d3acc6de26b93f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
დაზვერვის ახალი სტრუქტურა: ცვლილებები საქართველოში
21:00 20.05.2025 (განახლებულია: 21:29 20.05.2025) დაზვერვის სამსახური ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება და სუსს დაექვემდებარება
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტი კანონპროექტების პაკეტის განხილვას შეუდგება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის გაუქმებას და მისი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადასვლას.
საქართველოს დაზვერვის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი უწყება, 1997 წლის 19 სექტემბერს შეიქმნა. 2013 წლამდე დაზვერვის სამსახური უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში იყო, 2013 წლიდან კი იგი აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სააგენტოდ გადაკეთდა, რომელსაც უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.
ცვლილებების თანახმად, დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. სააგენტო სუსს დაექვემდებარება, სწორედ იგი დანიშნავს სააგენტოს უფროსს.
კანონპროექტის ავტორების - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატების თქმით, ცვლილებები ხელს შეუწყობს ამ სამსახურებს შორის საქმიანობის კოორდინაციას და გაზრდის მათი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის ეფექტურობას.
კანონპროექტი ძალაში 2025 წლის 1-ელ ივლისს შევა, მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას სამი მოსმენით მიიღებს და საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერს ხელს.