https://sputnik-georgia.com/20250519/specialuri-sagamoziebo-samsaxuri-uqmdeba-293425788.html
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება
Sputnik საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T18:19+0400
2025-05-19T18:19+0400
2025-05-19T18:19+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/19/280290566_0:4:1482:838_1920x0_80_0_0_2aad0e25c8ace80e0f729cbe3e3246c6.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს პროკურატურის შემადგენლობაში შევა, იუწყება „პირველი არხი".საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უკვე დაინიცირდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები. ამასთან, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო დაქვემდებარებაში გადავა.სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. იგი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დამოუკიდებლად იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებს.საქართველოს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შედის თანამდებობის პირებისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების, მათ შორის პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლების, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/19/280290566_182:0:1302:840_1920x0_80_0_0_db98b7ebd9f3194ce9c4cf2cc6ae1603.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს პროკურატურის შემადგენლობაში შევა, იუწყება „პირველი არხი".
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უკვე დაინიცირდა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები. ამასთან, აღნიშნული თანამდებობის პირებისათვის, ასევე სამსახურის თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება განისაზღვრება.
კანონპროექტის მიხედვით, ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო დაქვემდებარებაში გადავა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. იგი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დამოუკიდებლად იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებს.
საქართველოს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შედის თანამდებობის პირებისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების, მათ შორის პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლების, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება.