სპეციალისტებმა შავი ზღვის წყლის სინჯები აიღეს

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAსპეციალისტებმა შავის ზგვის წყლის ხარისხი შეამოწმეს
სპეციალისტებმა შავის ზგვის წყლის ხარისხი შეამოწმეს - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2025
გამოწერა
შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხისა და ბიომრავალფეროვნების კვლევა 15 წერტილში განახორციელა - კვლევა ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) შესაბამისად ჩატარდა.
უწყების ცნობით, ქიმიურ-ფიზიკური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ბიოლოგიური და ქიმიური ანალიზები ჩატარდება სააგენტოს ლაბორატორიაში.
„ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. შედეგები ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება”, - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, კვლევები მიზნად ისახავს ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსა და კონტინენტური შელფის გარემოს მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას.
კვლევა სააგენტოში მიმდინარე პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში განხორციელდა.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამა Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში და მისი მიზანია მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0