https://sputnik-georgia.com/20250519/saqartvelos-nakrebi-ivnisis-matchebs-liderebis-gareshe-chaatarebs-293427316.html
საქართველოს ნაკრები ივნისის მატჩებს ლიდერების გარეშე ჩაატარებს
საქართველოს ნაკრები ივნისის მატჩებს ლიდერების გარეშე ჩაატარებს
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდის ძირითად ბირთვს არ გამოიძახებს და მათი არყოფნის ფონზე შანსს ახალწვეულებს... 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T21:00+0400
2025-05-19T21:00+0400
2025-05-19T21:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290842042_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_abfff854844223b420f1d9c6bd780f3b.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებს ფარერის კუნძულებისა და კაბო ვერდეს ნაკრებების წინააღმდეგ ლიდერების გარეშე, ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩაატარებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდის ძირითად ბირთვს არ გამოიძახებს და მათი არყოფნის ფონზე შანსს ახალწვეულებს მისცემს.მთავარი მეკარის არყოფნის პირობებში ნაკრების კარს, სავარაუდოდ, ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს, როგორც ეს ვილი სანიოლმა მარტში დააანონსა. Geo Team-ის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს და იმ ლეგიონერებს გამოიძახებს, რომელთა თამაშის შეფასებაც აქამდე ვერ შეძლო.საქართველოს ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩს 5 ივნისს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 8 ივნისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0c/290842042_43:0:1275:924_1920x0_80_0_0_53e34ae78ba0d1abf9c4a0e96f3fa7c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველოს ნაკრები ივნისის მატჩებს ლიდერების გარეშე ჩაატარებს
გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდის ძირითად ბირთვს არ გამოიძახებს და მათი არყოფნის ფონზე შანსს ახალწვეულებს მისცემს.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებს ფარერის კუნძულებისა და კაბო ვერდეს ნაკრებების წინააღმდეგ ლიდერების გარეშე, ექსპერიმენტული შემადგენლობით ჩაატარებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდის ძირითად ბირთვს არ გამოიძახებს და მათი არყოფნის ფონზე შანსს ახალწვეულებს მისცემს.
წყაროს ცნობით, გამოძახებულთა სიაში არ იქნებიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.
მთავარი მეკარის არყოფნის პირობებში ნაკრების კარს, სავარაუდოდ, ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს, როგორც ეს ვილი სანიოლმა მარტში დააანონსა. Geo Team-ის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს და იმ ლეგიონერებს გამოიძახებს, რომელთა თამაშის შეფასებაც აქამდე ვერ შეძლო.
საქართველოს ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩს 5 ივნისს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო 8 ივნისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.
ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.