https://sputnik-georgia.com/20250519/ruset-ukrainis-konfliqti-293426997.html
რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დახურულ კარს მიღმა განიხილავენ
რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დახურულ კარს მიღმა განიხილავენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთი და უკრაინა, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბანისად, დახურულ რეჟიმში იმსჯელებენ თავთავიანთი წინადადებების იმ დეტალებზე... 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T20:03+0400
2025-05-19T20:03+0400
2025-05-19T20:03+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/12/293415397_0:210:2935:1861_1920x0_80_0_0_b556669a6024bfc5a6b163d84290ff93.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთი და უკრაინა, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბანისად, დახურულ რეჟიმში იმსჯელებენ თავთავიანთი წინადადებების იმ დეტალებზე, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხება, განაცხადა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.მიროშნიკის თქმით, საუბარია ნიუანსებსა და მექანიზმებზე, რომლებიც იქნება იმის გარანტია, რომ ცეცხლის შეწყვეტა გახდება გზა მშვიდობისკენ და არა ახალი ესკალაციისკენ.რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართა, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ ტყვეების გაცვლა დააანონსა — ფორმულით ათასი-ათასზე. მისივე თქმით, მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, რომ საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამასთან უკრაინულმა მხარემ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა მოითხოვა, რაც რუსულმა მხარემ ცნობად მიიღო.გარდა ამისა, მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებების განსაგრძობად.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/12/293415397_127:0:2858:2048_1920x0_80_0_0_e0f75e78e586bf1c7a31c95b6bce5caf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , რუსეთი, პოლიტიკა
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რუსეთი და უკრაინა, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბანისად, დახურულ რეჟიმში იმსჯელებენ თავთავიანთი წინადადებების იმ დეტალებზე, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხება,
განაცხადა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.
„პირველი შეხვედრის დასასრულს, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ ხანმოკლე იყო, მაინც მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების პირობები, უფრო სწორად, მხარეთა წინადადებები, საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში იქნება განხილული. ამიტომ ახლა ორივე მხარე ამზადებს თავის წინადადებებს და მათზე დახურულ რეჟიმში იმსჯელებენ“, — თქვა მან.
მიროშნიკის თქმით, საუბარია ნიუანსებსა და მექანიზმებზე, რომლებიც იქნება იმის გარანტია, რომ ცეცხლის შეწყვეტა გახდება გზა მშვიდობისკენ და არა ახალი ესკალაციისკენ.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები პარასკევს გაიმართა, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ ტყვეების გაცვლა დააანონსა — ფორმულით ათასი-ათასზე. მისივე თქმით, მოსკოვი და კიევი შეთანხმდნენ, რომ საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ამასთან უკრაინულმა მხარემ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა მოითხოვა, რაც რუსულმა მხარემ ცნობად მიიღო.
გარდა ამისა, მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებების განსაგრძობად.