როგორ შეიცვალა მშენებლობის ღირებულება საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2025
გამოწერა
თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 11,7%-ით გაზრდის ხარჯზე.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2025 წლის მარტში თებერვალთან შედარებით, 1,7%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყება ახორციელებს მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშებას, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ცნობით, თვიური ინდექსის ზრდა ძირითადად მოხდა მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასის 11,7%-ით გაზრდის ხარჯზე.
2025 წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6,3%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 22%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად, ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0