https://sputnik-georgia.com/20250519/rashemtxvevashi-sheicvleba-saqartvelo-ashsh-status-kvo-kobaxidzis-gannmarteba-293424171.html
რა შემთხვევაში შეიცვლება საქართველოს და აშშ-ს შორის სტატუს-კვო? კობახიძის განმარტება
რა შემთხვევაში შეიცვლება საქართველოს და აშშ-ს შორის სტატუს-კვო? კობახიძის განმარტება
Sputnik საქართველო
თუ ტრამპი მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენების შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, დარწმუნებულია პრემიერი. 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T15:39+0400
2025-05-19T15:39+0400
2025-05-19T16:12+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველო -აშშ-ის მომავალი ურთიერთობები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ დასრულდება ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის, თუ მისი გავლენის შესუსტება ვერ მოხერხდა, დღევანდელი სტატუს-კვო შენარჩუნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. დღეისთვის ტრამპმა მიაღწია სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში დასაქმებულთა მასობრივ გათავისუფლებას და დაიწყო სახელმიფო მოხელეთა წმენდა. მსოფლიოს წამყვანი უცხოური სააგენტო USAID გამოცხადდა „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ და ახლა მისი ფინანსების გამოძიება მიმდინარეობს.ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესის მიერ ახლახან მიღებული MEGOBARI Act-ის კანონპროექტის მიღებაც გაიხსენა და ისიც აღნიშნა, რომ ძალაში რჩება სანქციები, მათ შორის საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მხოლოდ ქართულ მხარეზე არ იქნება დამოკიდებული. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პასუხი არც წერილზე და არც აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საჯარო განცხადებებზე, რაც გაკვირვებას იწვევს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები. საქართველო და აშშ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით. ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა. თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანააწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
რა შემთხვევაში შეიცვლება საქართველოს და აშშ-ს შორის სტატუს-კვო? კობახიძის განმარტება
15:39 19.05.2025 (განახლებულია: 16:12 19.05.2025) თუ ტრამპი მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენების შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, დარწმუნებულია პრემიერი.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველო -აშშ-ის მომავალი ურთიერთობები დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ დასრულდება ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის, თუ მისი გავლენის შესუსტება ვერ მოხერხდა, დღევანდელი სტატუს-კვო შენარჩუნდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. დღეისთვის ტრამპმა მიაღწია სახელმწიფო დეპარტამენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოში დასაქმებულთა მასობრივ გათავისუფლებას და დაიწყო სახელმიფო მოხელეთა წმენდა. მსოფლიოს წამყვანი უცხოური სააგენტო USAID გამოცხადდა „დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ და ახლა მისი ფინანსების გამოძიება მიმდინარეობს.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს“ შორის, რის თაობაზეც თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც დღეს არის“, -განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-ის კონგრესის მიერ ახლახან მიღებული MEGOBARI Act-ის კანონპროექტის მიღებაც გაიხსენა და ისიც აღნიშნა, რომ ძალაში რჩება სანქციები, მათ შორის საქართველოს ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
„ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ არის ამერიკული მხრიდან ასევე ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას”, - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს მხოლოდ ქართულ მხარეზე არ იქნება დამოკიდებული.
„ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები ადმინისტრაციის წინაშე გავაჟღერეთ. ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია“, - დასძინა პრემიერმა.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პასუხი არც წერილზე და არც აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ საჯარო განცხადებებზე, რაც გაკვირვებას იწვევს.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ საჭიროა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელშიც იქნება ასახული შემხვედრი ნაბიჯები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანააწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.