https://sputnik-georgia.com/20250519/mamardashvili-valensias-daemshvidoba-293420458.html
მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაემშვიდობა - ქართველი მეკარე „მესტალიიდან“ ოვაციებით გააცილეს
მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაემშვიდობა - ქართველი მეკარე „მესტალიიდან“ ოვაციებით გააცილეს
Sputnik საქართველო
ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T10:29+0400
2025-05-19T10:29+0400
2025-05-19T10:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999624_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f6d8f01c3c89d9e52b9b67ca1a2a0b24.jpg
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კლუბის ფორმით „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდეგ კლუბს და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.18 მაისს „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ბილბაოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.„ასეთი მეკარე „ვალენსიის“ დამსახურებით გავხდი, ეს გუნდი ჩემთვის განსაკუთრებულია. ძალიან ემოციური და რთული საღამო მაქვს. თანაგუნდელებმა გამამხნევეს და ახალ კლუბში წარმატებები მისურვეს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა.ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში მეოთხე მეკარის სტატუსით მივიდა, მაგრამ პირველივე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და „ვალენსიის“ ფორმით ყველა ტურნირზე 132 თამაში (125 ლა ლიგაში, 6 ესპანეთის თასზე და 1 ესპანეთის სუპერთასზე) ჩაატარა, რომელთაგან 39-ში კარი მშრალად შეინახა.მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წამყვანი სპორტული გამოცემების მიხედვით კონტინენტის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს კი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის "რეალთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.2024 წლის აგვისტოში მამარდაშვილმა კონტრაქტი ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა - კლუბმა ქართველი მეკარე 35 მლნ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288999624_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a6f8755b8ec3acf15a7f5684cd4bb2d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მამარდაშვილი „ვალენსიას“ დაემშვიდობა - ქართველი მეკარე „მესტალიიდან“ ოვაციებით გააცილეს
ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კლუბის ფორმით „მესტალიაზე“ ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მატჩის შემდეგ კლუბს და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
18 მაისს „ვალენსიამ“ ლა ლიგაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ „ბილბაოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
„ასეთი მეკარე „ვალენსიის“ დამსახურებით გავხდი, ეს გუნდი ჩემთვის განსაკუთრებულია. ძალიან ემოციური და რთული საღამო მაქვს. თანაგუნდელებმა გამამხნევეს და ახალ კლუბში წარმატებები მისურვეს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა.
ახალი სეზონიდან საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულს“ შეუერთდება და კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
2021 წლის ზაფხულში გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბში მეოთხე მეკარის სტატუსით მივიდა, მაგრამ პირველივე სეზონში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და „ვალენსიის“ ფორმით ყველა ტურნირზე 132 თამაში (125 ლა ლიგაში, 6 ესპანეთის თასზე და 1 ესპანეთის სუპერთასზე) ჩაატარა, რომელთაგან 39-ში კარი მშრალად შეინახა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წამყვანი სპორტული გამოცემების მიხედვით კონტინენტის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს კი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის "რეალთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
2024 წლის აგვისტოში მამარდაშვილმა კონტრაქტი ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა - კლუბმა ქართველი მეკარე 35 მლნ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება.