https://sputnik-georgia.com/20250519/kobaxidze-kikushor-dans-ruminetis-prezidentad-archeva-miuloca-293427177.html
კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T19:27+0400
2025-05-19T19:27+0400
2025-05-19T19:43+0400
საქართველო
რუმინეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3129ec5b326ba9e06912cfbac5bf809a.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. 18 მაისს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელიც გამარჯვება ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანმა მოიპოვა. შედეგების მიხედვით, ნიკუშორ დანმა ხმების 54,34% მიიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა – 45,66%.როგორც ცნობილია, არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტიის, „რუმინელთა ერთიანობის ალიანსის“ დამფუძნებელი, ჯორჯ სიმონი გავიდა.რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, თუმცა, დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა
საქართველო
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1e/291603775_85:0:1986:1426_1920x0_80_0_0_601a5a95bde0ad812f9b639b88ab09bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუმინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, რუმინეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.
„გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში. რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - დაწერა კობახიძემ.
18 მაისს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელიც გამარჯვება ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანმა მოიპოვა. შედეგების მიხედვით, ნიკუშორ დანმა ხმების 54,34% მიიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა – 45,66%.
როგორც ცნობილია, არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტიის, „რუმინელთა ერთიანობის ალიანსის“ დამფუძნებელი, ჯორჯ სიმონი გავიდა.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, თუმცა, დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.
აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა