https://sputnik-georgia.com/20250519/kavelashvilma-romis-paptan-shexvedra-gamarta-293428060.html
მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრა გამართა
მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია. 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T21:21+0400
2025-05-19T21:21+0400
2025-05-19T21:22+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/13/293421346_0:107:873:598_1920x0_80_0_0_085e55ac240ba52c1ca5eaacedca5bf2.jpg
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრა გამართა, იუწყება „პირველი არხი".18 მაისს მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას ქართულ დელეგაციასთან ერთად დაესწრო.პრეზიდენტმა დღეს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, რომ მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია.პრეზიდენტმა რომის პაპს ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.თავის მხრივ, რომის პაპმა ლეო XIV-მ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და საქართველოსთან არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.ვატიკანის კონკლავმა ახალი პაპი 8 მაისს აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი და 267-ე პაპი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, იგი ლეო XIV-ედ იწოდება.რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/13/293421346_0:25:873:680_1920x0_80_0_0_620a3b99ab6876751675695b385c5aa4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრა გამართა
21:21 19.05.2025 (განახლებულია: 21:22 19.05.2025) მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრა გამართა, იუწყება „პირველი არხი".
18 მაისს მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას ქართულ დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
პრეზიდენტმა დღეს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, რომ მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
პრეზიდენტმა რომის პაპს ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
თავის მხრივ, რომის პაპმა ლეო XIV-მ საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მნიშვნელობაზე და საქართველოსთან არსებული პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.
მიხეილ ყაველაშვილმა კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი საქართველოში მოიწვია.
ვატიკანის კონკლავმა ახალი პაპი 8 მაისს აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი და 267-ე პაპი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, იგი ლეო XIV-ედ იწოდება.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.