https://sputnik-georgia.com/20250519/basilashvili-msoplio-reitingshi-dawinaurda-293425579.html
ჩოგბურთი: ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა
ჩოგბურთი: ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა
Sputnik საქართველო
ჩოგბურთელი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის ღია ჩემპიონატის „როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპზე 19.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-19T17:39+0400
2025-05-19T17:39+0400
2025-05-19T17:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_0:97:1665:1034_1920x0_80_0_0_36f38b22dc2d2b9b027d972aff6199c3.jpg
თბილისი, 19 მაისი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, Bordeaux Challenger-ის ტურნირის ფინალში გასვლის წყალობით, ATP-ის რეიტინგში 25 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 132-ე ადგილს იკავებს.საფრანგეთში გამართული ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ჯოვანი მპეტში პერიკართან სამ სეტში - 3:6, 7:6 (7:5), 5:7 დამარცხდა, თუმცა, 90 სარეტინგო ქულას მოუყარა თავი.ჩოგბურთელი საფრანგეთში დარჩება და წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, „როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. მისი პირველი მეტოქე ნიდერლანდელი გის ბროუერი იქნება.2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.ჩოგბურთელმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 210-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის პირველ სლემის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას სამი მატჩის მოგება დასჭირდა.მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0f/252588374_19:0:1627:1206_1920x0_80_0_0_b0f26bf6f65b2d29b841ca96b79054ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ჩოგბურთი: ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა
ჩოგბურთელი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის ღია ჩემპიონატის „როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპზე
თბილისი, 19 მაისი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, Bordeaux Challenger-ის ტურნირის ფინალში გასვლის წყალობით, ATP-ის რეიტინგში 25 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 132-ე ადგილს იკავებს.
საფრანგეთში გამართული ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ჯოვანი მპეტში პერიკართან სამ სეტში - 3:6, 7:6 (7:5), 5:7 დამარცხდა, თუმცა, 90 სარეტინგო ქულას მოუყარა თავი.
ჩოგბურთელი საფრანგეთში დარჩება და წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, „როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. მისი პირველი მეტოქე ნიდერლანდელი გის ბროუერი იქნება.
2023 წლის გაზაფხულზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელის ტრავმა მიიღო, ზაფხულში მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და კორტზე დაბრუნება მან ოქტომბერში შეძლო. 2023 წლის ნოემბრიდან ყველაზე ცნობილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი დაკარგა. მისი ადგილი 22 წლის საბა ფურცელაძემ დაიკავა.
ჩოგბურთელმა 2024 წელი მსოფლიო კლასიფიკაციაში 210-ე ადგილზე დაასრულა და 2025 წლის პირველ სლემის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო. ძირითად ბადეში მოსახვედრად მას სამი მატჩის მოგება დასჭირდა.
მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.