საქართველოში მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
გამოწერა
დღეს, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, ამ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო მუზეუმების კარი ყველა დამთვალიერებლისთვის დღის განმავლობაში ღია იქნება.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლიდან, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ICOM-ის გადაწყვეტილებით, 18 მაისს აღინიშნება - ყოველწლიურად ცხადდება თემა მასშტაბური ღონისძიებისთვის. 2025 წელს დღის თემაა „მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში“. მისი მიზანია მუზეუმებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის ხაზგასმა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. ასევე, მუზეუმები გახანგრძლივებული დროით 10:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებენ. გარდა ამისა, მუზეუმებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.
რომელი მუზეუმის დათვალიერებაა შესაძლებელი (უფასოდ):
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული გალერეა - „ცისფერი გალერეა"
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
თბილისის ისტორიული მუზეუმი („ქარვასლა")
სახვითი ხელოვნების ქართული მუზეუმი (რუსთაველის გამზირი, 7)
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი (მ. ბერძენიშვილის ქუჩა, 25)
სხვა მუზეუმები (შესვლა ფასიანია):
თბილისის ციფრული მუზეუმი (რუსთაველის გამზირი, 16)
თბილისის ღვინის მუზეუმი (სიონის ქუჩა, 8)
ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (რუსთაველის გამზირი, 27)
ექსპერიმენტორიუმი (ინგოროყვას ქუჩა, 17)
რეტროავტომობილების მუზეუმი (ავტომუზეუმის ქუჩა, 7)
ილუზიების მუზეუმი (ბეთლემის ქუჩა, 2).
სახლ-მუზეუმები:
ფიროსმანის მუზეუმი თბილისში
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი
გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმი
ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი
ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი
მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი
იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
სოსო წერეთლის სახლ-მუზეუმი
ნათელა იანკოშვილის სახლ-მუზეუმი
ოთარ თაქთაქიშვილის სახლ-მუზეუმი
ნიკოლოზ კანდელაკის სახლ-მუზეუმი