https://sputnik-georgia.com/20250518/saqartvelos-prezidenti-romis-paps-shexvdeba-293415946.html
საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება
Sputnik საქართველო
ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 18.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-18T18:31+0400
2025-05-18T18:31+0400
2025-05-18T18:31+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:101:927:622_1920x0_80_0_0_022a02137920dfeb2f19409fff5a1b2f.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 19 მაისს რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას გამართავს, იუწყება „პირველი არხი". მიხეილ ყაველაშვილი დღეს ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას ქართულ დელეგაციასთან ერთად დაესწრო. მისი თქმით, ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის ძალზე მნიშვნელოვანია. „წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებ, რომ ახალ პაპთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა ყაველაშვილმა. ვატიკანის კონკლავმა ახალი პაპი 8 მაისს აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი და 267-ე პაპი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, იგი ლეო XIV-ედ იწოდება. რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:14:927:709_1920x0_80_0_0_8e919be3ca8585372ac460faeb8c87c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდება
ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 19 მაისს რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას გამართავს, იუწყება „პირველი არხი".
მიხეილ ყაველაშვილი დღეს ვატიკანში რომის პაპის ინაუგურაციის ცერემონიას ქართულ დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
„დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას. შემდეგ მომეცა შესაძლებლობა, მისთვის პირადადაც მიმელოცა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხვალ მაქვს შეხვედრა მასთან”, -განაცხადა პრეზიდენტმა ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ.
მისი თქმით, ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის ძალზე მნიშვნელოვანია.
„წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებ, რომ ახალ პაპთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
ვატიკანის კონკლავმა ახალი პაპი 8 მაისს აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი და 267-ე პაპი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, იგი ლეო XIV-ედ იწოდება.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.