https://sputnik-georgia.com/20250518/rodis-datbeba-saqartveloshi-293414293.html
როდის დათბება საქართველოში
როდის დათბება საქართველოში
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დაბალი ტემპერატურა მაისის ბოლომდე შენარჩუნდება 18.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-18T16:15+0400
2025-05-18T16:15+0400
2025-05-18T16:15+0400
საქართველო
ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270094149_0:502:2730:2038_1920x0_80_0_0_33c2c134e6e4d91d94ff24d629b853e1.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში მომდევნო კვირა ნაკლებად ნალექიანი იქნება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპერატურა მაისის ბოლომდე შენარჩუნდება, განუცხადა რუსთავი 2-ს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ. მისი თქმით, კვირის განმავლობაში შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება მკვეთრად შესუსტდება. აქტიური იქნება სამხრეთიდან თბილი ჰაერის გადმოტანა. როგორც გვაზავამ აღნიშნა, 18 მაისის ღამის საათებში, შავი ზღვის სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/05/270094149_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_ea37a2cccc6b4746cf512720c1ec4dfc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ამინდი საქართველოში, გარემოს ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის დათბება საქართველოში
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დაბალი ტემპერატურა მაისის ბოლომდე შენარჩუნდება
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში მომდევნო კვირა ნაკლებად ნალექიანი იქნება, თუმცა შედარებით დაბალი ტემპერატურა მაისის ბოლომდე შენარჩუნდება, განუცხადა რუსთავი 2-ს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ.
მისი თქმით, კვირის განმავლობაში შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება მკვეთრად შესუსტდება. აქტიური იქნება სამხრეთიდან თბილი ჰაერის გადმოტანა.
„მომავალი კვირის განმავლობაში ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, მათ შორის, დედაქალაქშიც", - განაცხადა გვაზავამ.
როგორც გვაზავამ აღნიშნა, 18 მაისის ღამის საათებში, შავი ზღვის სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
„გუშინ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა - პლუს 30-32 გრადუსი, დღეს კი ტემპერატურამ დაიკლო, რაც 19 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამიტომ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერების გამო, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, ნალექი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შეწყდება და გამოიდარებს, მათ შორის, დედაქალაქში”, -აღნიშნა გვაზავამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან 19 მაისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).