https://sputnik-georgia.com/20250518/qartuli-telearxebis-sareklamo-shemosavlebi-gaizarda-293408840.html
ქართული ტელეარხების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა
ქართული ტელეარხების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა
Sputnik საქართველო
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს. 18.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-18T09:56+0400
2025-05-18T09:56+0400
2025-05-18T09:56+0400
საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23342/26/233422679_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_57759ddd4458cf5690f357469653ef7f.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 16,4 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.2025 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავლის ძირითადი ნაწილი, 74%, პირდაპირი რეკლამიდან მოდიოდა, 14.8% სპონსორობიდან და 10,8% პროდუქტის განთავსებიდან.სატელევიზიო კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლის ყველაზე დიდი წილი კვლავ ტელეკომპანია „იმედს“ ეკუთვნოდა, რომლის შემოსავალი 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0,8 მილიონი ლარით გაიზარდა და 6,1 მილიონი ლარი შეადგინა.„რუსთავი 2"-ის კომერციული შემოსავალი, 2024 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, არ შეცვლილა და 1,8 მილიონი ლარი შეადგინა. PosTV-ის შემოსავლები გაიზარდა 0,2 მილიონი ლარით და 1,7 მილიონი ლარი შეადგინა, ტლეკომპანია „ფორმულამ" კი 1,5 მილიონი ლარი გამოიმუშავა (800 ათასი ლარით მეტი). ტელეკომპანია „პირველმა" რეკლამიდან 1,2 მილიონი ლარი მიიღო, 400 ათასი ლარით მეტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23342/26/233422679_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3026dc3cb368fc1fe6f377e1ad88cd1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული ტელეარხების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 16,4 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5,7%-ით მეტი იყო და სულ 14,8 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავლის ძირითადი ნაწილი, 74%, პირდაპირი რეკლამიდან მოდიოდა, 14.8% სპონსორობიდან და 10,8% პროდუქტის განთავსებიდან.
სატელევიზიო კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლის ყველაზე დიდი წილი კვლავ ტელეკომპანია „იმედს“ ეკუთვნოდა, რომლის შემოსავალი 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 0,8 მილიონი ლარით გაიზარდა და 6,1 მილიონი ლარი შეადგინა.
„რუსთავი 2"-ის კომერციული შემოსავალი, 2024 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, არ შეცვლილა და 1,8 მილიონი ლარი შეადგინა.
PosTV-ის შემოსავლები გაიზარდა 0,2 მილიონი ლარით და 1,7 მილიონი ლარი შეადგინა, ტლეკომპანია „ფორმულამ" კი 1,5 მილიონი ლარი გამოიმუშავა (800 ათასი ლარით მეტი).
ტელეკომპანია „პირველმა" რეკლამიდან 1,2 მილიონი ლარი მიიღო, 400 ათასი ლარით მეტი.