https://sputnik-georgia.com/20250518/18-maisi-qartuli-erovnuli-samosis-dgea-293413275.html
18 მაისი ქართული ეროვნული სამოსის დღეა
18 მაისი ქართული ეროვნული სამოსის დღეა
Sputnik საქართველო
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 2016 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. 18.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-18T14:45+0400
2025-05-18T14:45+0400
2025-05-18T14:45+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23601/15/236011548_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_5b56f2a57114f531f6f6094f62f1a232.jpg
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.ეროვნული სამოსის დღე საქართველოში პირველად 2016 წელს აღინიშნა და მთელ ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო. როგორც ადრე ქართული ეროვნული სამოსის დღის დამფუძნებლებმა განაცხადეს ეროვნული სამოსის დღის დაწესება ხელს შეუწყობს ქართული რეწვის განვითარებას და ამ დარგის გადარჩენას, ამასთან, დააინტერესებს უცხოურ მასმედიას, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ 18 მაისი მსოფლიო ტურისტულ კალენდარში ჩაინიშნოს და მეტი ტურისტი დააინტერესოს ჩვენი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით. ქართულ ეროვნულ სამოსს საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველი, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო, თავის ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევდა. ამას ადასტურებს სხვადასხვა ისტორიული წყაროები, ე.წ. მზითვის წიგნები, უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები.ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ჩაცმულობას უწოდებდნენ სამოსს, სამოსელს, შესამოსელს, ტანცმას, ტან-ფეხს, ტანსამოსს, ტანსაცმელს, ჩასაცმელს, ჩასაცვამ-დასახურს, ტანთს, ტალავარს, ტარავალს, ლერექუს და სხვა. მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაცმულობაში განსხვავებებისა, XVIII–XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა ქართული კლასიკური სამოსის ზოგადი სახეობა – ქართული კოსტიუმი – მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა-ახალუხი, სათანადო ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი, და ქალის გრძელი კაბა, რომელსაც სარტყელი და ჩიხტი-კოპი ამშვენებს. ეს კოსტიუმი მთელ საქართველოში გავრცელდა (განსაკუთრებით დიდგვაროვანთა წრეში).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23601/15/236011548_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_d30f120ce4653d05e7964c9375de1671.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
18 მაისი ქართული ეროვნული სამოსის დღეა
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 2016 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. 18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.
ეროვნული სამოსის დღე საქართველოში პირველად 2016 წელს აღინიშნა და მთელ ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო.
როგორც ადრე ქართული ეროვნული სამოსის დღის დამფუძნებლებმა განაცხადეს ეროვნული სამოსის დღის დაწესება ხელს შეუწყობს ქართული რეწვის განვითარებას და ამ დარგის გადარჩენას, ამასთან, დააინტერესებს უცხოურ მასმედიას, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ 18 მაისი მსოფლიო ტურისტულ კალენდარში ჩაინიშნოს და მეტი ტურისტი დააინტერესოს ჩვენი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით.
ქართულ ეროვნულ სამოსს საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველი, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო, თავის ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევდა. ამას ადასტურებს სხვადასხვა ისტორიული წყაროები, ე.წ. მზითვის წიგნები, უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები.
ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ჩაცმულობას უწოდებდნენ სამოსს, სამოსელს, შესამოსელს, ტანცმას, ტან-ფეხს, ტანსამოსს, ტანსაცმელს, ჩასაცმელს, ჩასაცვამ-დასახურს, ტანთს, ტალავარს, ტარავალს, ლერექუს და სხვა.
მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაცმულობაში განსხვავებებისა, XVIII–XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა ქართული კლასიკური სამოსის ზოგადი სახეობა – ქართული კოსტიუმი – მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა-ახალუხი, სათანადო ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი, და ქალის გრძელი კაბა, რომელსაც სარტყელი და ჩიხტი-კოპი ამშვენებს. ეს კოსტიუმი მთელ საქართველოში გავრცელდა (განსაკუთრებით დიდგვაროვანთა წრეში).