https://sputnik-georgia.com/20250517/ra-tanxa-gamoko-ebrd-qartuli-bnkebistvis-293399562.html
რა თანხა გამოყო EBRD-მა ქართული ბანკებისთვის სესხის სახით?
რა თანხა გამოყო EBRD-მა ქართული ბანკებისთვის სესხის სახით?
Sputnik საქართველო
მხარეებმა განიხილეს EBRD-ის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები, განსაკუთრებით კერძო სექტორში. 17.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-17T11:56+0400
2025-05-17T11:56+0400
2025-05-17T11:56+0400
საქართველო
ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_6424125c076756132e133920899973fc.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თანამშრომლობის პერიოდში საქართველოს ბანკებს 566 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.სებ-ის პრეზიდენტმა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ლონდონში, EBRD-ის 34-ე ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონესთან შეხვედრა გამართეს.მისი თქმით, ქართული ბანკები ინვესტორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მიმზიდველია.„გარდა იმისა, რომ ეს მზარდი და მომგებიანი სექტორია, ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, ამიტომ თანამშრომლობა ყველა ასპექტით გამართლებულია“, - აღნიშნა მან.მხარეებმა განიხილეს EBRD-ის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები, განსაკუთრებით კერძო სექტორში.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმღებია. ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 269 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, საიდანაც ამ ინვესტიციების 78% კერძო სექტორზე მოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_86:0:1686:1200_1920x0_80_0_0_3487d9ed6eba998d968fc956fa97bc27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ebrd - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი , საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რა თანხა გამოყო EBRD-მა ქართული ბანკებისთვის სესხის სახით?
მხარეებმა განიხილეს EBRD-ის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები, განსაკუთრებით კერძო სექტორში.
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თანამშრომლობის პერიოდში საქართველოს ბანკებს 566 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად ლონდონში, EBRD-ის 34-ე ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონესთან შეხვედრა გამართეს.
„ეს ორგანიზაცია ლიდერია ფინანსური სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით. ჩვენს ფინანსურ სისტემაში, ჩვენს ბანკებში უკვე შემოვიდა 566 მილიონი დოლარი. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ქართული ბანკები ინვესტორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მიმზიდველია.
„გარდა იმისა, რომ ეს მზარდი და მომგებიანი სექტორია, ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა, ამიტომ თანამშრომლობა ყველა ასპექტით გამართლებულია“, - აღნიშნა მან.
ქართული დელეგაციის წევრებმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ასევე დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მხარეებმა განიხილეს EBRD-ის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები, განსაკუთრებით კერძო სექტორში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველო EBRD-ის ინვესტიციების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმღებია. ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 269 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, საიდანაც ამ ინვესტიციების 78% კერძო სექტორზე მოდის.