https://sputnik-georgia.com/20250517/papuashvilma-mosaxleobas-ojaxis-dge-miuloca-293405557.html
„ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს“: პაპუაშვილმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა
„ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს“: პაპუაშვილმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
გასულ წელს 17 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა. 17.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-17T14:47+0400
2025-05-17T14:47+0400
2025-05-17T14:52+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589768_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_f3372be452aa65e8abafd446433285f4.jpg
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მიულოცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან“. დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის შემდეგ საზეიმო მსვლელობა დაიწყება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291589768_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_01a0641aa79878a92bcf19a3a0c4a294.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საზოგადოება, ახალი ამბები
„ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი კი ამთლიანებს“: პაპუაშვილმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა
14:47 17.05.2025 (განახლებულია: 14:52 17.05.2025) გასულ წელს 17 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა.
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მიულოცა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
„17 მაისი ჩვენს უახლეს ისტორიაში ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩვის დღედ, რომლისთვისაც ნავთის მისხმა არ ეზარებოდა არაერთ გარე თუ შიდა ავანტიურისტს. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების, სიწმინდის, ღირსების, ოჯახის, შვილების, სიყვარულისა და ერთობის დღედ“, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი, არასდროს გახდება გამოგონილი იდეოლოგიების მსხვერპლი, რომლის ქადაგებასაც ცდილობდნენ და მომავალშიც შეეცდებიან“.
დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის შემდეგ საზეიმო მსვლელობა დაიწყება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.