ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringer17 მაისი — ოჯახის სიწმინდის დღე
17 მაისი — ოჯახის სიწმინდის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2025
გამოწერა
მსვლელობაში მონაწილეობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა მიმდინარეობს.
ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააარსა. როგორც მაშინ პატრიარქმა აღნიშნა, ოჯახი კაცობრიობისა და სახელმწიფოს საფუძველია.
© photo: Sputnik / Stringer17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
День святости семьи отмечается в Грузии 17 мая 2024 года - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2025
17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისი აღასრულა.
ქაშვეთთან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი ახლა საზეიმო ლოცვითი მსვლელობით მიემართებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მსვლელობაში მონაწილეობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
© photo: Sputnik / Stringer17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
День святости семьи отмечается в Грузии 17 мая 2023 года - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2025
17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს მსვლელობა თბილისსა და დიდ ქალაქებშიც იმართება.
საზეიმო მსვლელობები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიცა იმართება. წელს 17 მაისი ოფიციალური უქმე დღედ გამოცხადდა.
© photo: Sputnik / Stringer17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
День святости семьи отмечается в Грузии 17 мая 2023 года - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2025
17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წლის შემდეგ დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი მოქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0