https://sputnik-georgia.com/20250517/londoni-saqartvelos-sainvesticio-porums-mesamed-maspinzlobs-293399728.html
ლონდონი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს
ლონდონი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმის მონაწილეები ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე იმსჯელებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი... 17.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-17T13:56+0400
2025-05-17T13:56+0400
2025-05-17T13:56+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272094036_0:0:3160:1779_1920x0_80_0_0_42ddee593018b39e6edb53704a5f245e.jpg
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმის მონაწილეები ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე იმსჯელებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს. ღონისძიება პირველად 2023 წელს გაიმართა. ნადარეიშვილის თქმით, ლონდონში ფორუმის მიმართ ინტერესი ამჯერადაც ძალიან მაღალია. ღონისძიებაზე სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიისა და ჯგუფის 180-ზე მეტი წარმომადგენელი დარეგისტრირდა.მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საინვესტიციო პორტფელის 60%-ზე მეტი არის რეინვესტირება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინვესტორები საქართველოს არა მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყანად, არამედ საკუთარი ზრდის პლატფორმად განიხილავენ.საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე საუბრისას, ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ბიზნესის კეთების სიმარტივეს, საგადასახადო გარემოს, ასევე მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია, განსაკუთრებით იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც რეგიონი კვლავ დგას.საქართველოს დელეგაცია ლონდონში საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. ლონდონში იმყოფებიან ქვეყნის ეკონომიკური დეპარტამენტებისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0a/272094036_331:0:3062:2048_1920x0_80_0_0_6d006733a3c2e9521713c7296388de5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმის მონაწილეები ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე იმსჯელებენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს. ღონისძიება პირველად 2023 წელს გაიმართა. ნადარეიშვილის თქმით, ლონდონში ფორუმის მიმართ ინტერესი ამჯერადაც ძალიან მაღალია. ღონისძიებაზე სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიისა და ჯგუფის 180-ზე მეტი წარმომადგენელი დარეგისტრირდა.
„ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. შესაბამისად, განხილული იქნება ის საინვესტიციო გარემო, რომელსაც ქვეყანა გლობალურ ინვესტორებს სთავაზობს", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საინვესტიციო პორტფელის 60%-ზე მეტი არის რეინვესტირება, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინვესტორები საქართველოს არა მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყანად, არამედ საკუთარი ზრდის პლატფორმად განიხილავენ.
„ზუსტად ამიტომ ვიკრიბებით ლონდონში უკვე მესამე წელია, რათა ინვესტორებთან ვისაუბროთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე საუბრისას, ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ბიზნესის კეთების სიმარტივეს, საგადასახადო გარემოს, ასევე მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია, განსაკუთრებით იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც რეგიონი კვლავ დგას.
საქართველოს დელეგაცია ლონდონში საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. ლონდონში იმყოფებიან ქვეყნის ეკონომიკური დეპარტამენტებისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.