https://sputnik-georgia.com/20250517/kavelashvili-zlieri-ojaxi-adamianis-sulieri-simtkicis-sapuzvelia-293400242.html
ყაველაშვილი: ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის
ყაველაშვილი: ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის
Sputnik საქართველო
გასულ წელს 17 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა. 17.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-17T12:54+0400
2025-05-17T12:54+0400
2025-05-17T12:54+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_0:43:1920:1123_1920x0_80_0_0_19f23c48c42131d9dfb03da3f727ee89.jpg
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს და თითოეულ ოჯახს სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას უსურვებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ყაველაშვილის თქმით, ოჯახი არის ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომლებსაც ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ. დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის შემდეგ საზეიმო მსვლელობა დაიწყება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/17/292220251_212:0:1920:1281_1920x0_80_0_0_ed539616c25e18b2b865924d2f34f6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ყაველაშვილი: ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის
გასულ წელს 17 მაისი ოფიციალურად უქმე დღედ გამოცხადდა.
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოსახლეობას ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს ულოცავს და თითოეულ ოჯახს სიმშვიდეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას უსურვებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
„ძლიერი ოჯახი თითოეული ადამიანის სულიერი სიმტკიცის მყარ საფუძველს ქმნის, სადაც ვსწავლობთ პირველ გაკვეთილებს ღვთის სიყვარულზე, კაცთმოყვარეობაზე, სითბოზე, თანაგრძნობასა და ურთიერთპატივისცემაზე. სწორედ აქ ყალიბდება ჩვენი ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებები — სამშობლოს ერთგულება, პასუხისმგებლობა და სამართლიანობა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
ყაველაშვილის თქმით, ოჯახი არის ადგილი, სადაც იზრდებიან ის თაობები, რომლებსაც ქვეყნის მომავლის შენება ევალებათ.
დღეს 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება, რომლის შემდეგ საზეიმო მსვლელობა დაიწყება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე საქართველოში 2014 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს - შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.