https://sputnik-georgia.com/20250517/dadianis-quchaze-avariuli-korpusis-chamongrevis-sashishroebaa-293400853.html
მერია: დადიანის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ფასადის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს
მერია: დადიანის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ფასადის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს
Sputnik საქართველო
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული და ტერიტორიაზე გადაადგილება იკრძალება. 17.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-17T18:51+0400
2025-05-17T18:51+0400
2025-05-17T18:51+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_2e0d35ee572522afe0e4a01cdf59c118.jpg
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 4 მაისს ცოტნე დადიანის ქუჩაზე სამსართულიან ავარიული კორპუსში იატაკი ჩაინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაშველებმა სახლიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა. უწყების ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო აღნიშნულ მისამართზე აიკრძალა როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. ნაძალადევის რაიონის გამგეობამ შემთხვევის დღესვე აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 34 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა და დააბინავა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა გასულ წელს უარი განაცხადეს მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე - ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, მანამდე კი გამგეობა მათ ქირით უზრუნველყოფდა. მომხდარის შემდეგ ნაძალადევის გამგეობამ მათ ქირით გაყვანა კიდევ ერთხელ შესთავაზა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0a/250854068_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_3dece66d1796762808253dff5551c307.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: დადიანის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ფასადის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული და ტერიტორიაზე გადაადგილება იკრძალება.
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
4 მაისს ცოტნე დადიანის ქუჩაზე სამსართულიან ავარიული კორპუსში იატაკი ჩაინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაშველებმა სახლიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ. შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ტერიტორიაზე გადაადგილება აიკრძალა.
„მომხდარის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით საექსპერტო კვლევა მიმდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მისამართზე დაიგეგმება საჭირო სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სპეციალისტებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე შესაძლო ვიბრაციების გამოწვევის გამო აღნიშნულ მისამართზე აიკრძალა როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ შემთხვევის დღესვე აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 34 ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა და დააბინავა.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა გასულ წელს უარი განაცხადეს მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე - ესარგებლათ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით, მანამდე კი გამგეობა მათ ქირით უზრუნველყოფდა. მომხდარის შემდეგ ნაძალადევის გამგეობამ მათ ქირით გაყვანა კიდევ ერთხელ შესთავაზა.