https://sputnik-georgia.com/20250517/cnobilia-vin-iqneba-legendebis-seriis-shemdegi-stumari-293404557.html
ცნობილია, ვინ იქნება „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი
ცნობილია, ვინ იქნება „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი
Sputnik საქართველო
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. 17.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-17T16:11+0400
2025-05-17T16:11+0400
2025-05-17T16:11+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23992/22/239922224_0:74:2000:1199_1920x0_80_0_0_3e134b6426ea81e966cd8787857843a8.jpg
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოში „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება, განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმაб ფეხბურთელმა შოთა არველაძემ. Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. სერიის ფარგლებში უკვე ორი ამხანაგური მატჩი გაიმართა. ფეხბურთელის განცხადებით, პროექტი ახლა იწყება და ნელ-ნელა განვითარდება. „მე ვარ მისი ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ჩემს მეგობრებთან და სპონსორებთან ერთად. ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდში. გვსურს, რომ მსგავსი საღამოები ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში ბევრი იყოს“, - განაცხადა არველაძემ. ლეგენდების სერიის პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს. გუშინ „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა (GEO 11) და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ლეგენდების სერიის მეორე მატჩი გაიმართა. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ესპანური საფეხბურთო გრანდის ლეგენდების გუნდმა ანგარიშით 1:3 დაამარცხა. Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23992/22/239922224_335:80:1720:1119_1920x0_80_0_0_1e733328c77f7ddddb3c92e14fd41063.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ცნობილია, ვინ იქნება „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა.
თბილისი, 17 მაისი - Sputnik. საქართველოში „ლეგენდების სერიის“ შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება, განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმაб ფეხბურთელმა შოთა არველაძემ.
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. სერიის ფარგლებში უკვე ორი ამხანაგური მატჩი გაიმართა.
„შემდეგი სტუმარი მადრიდის „რეალი“ იქნება. უკვე შეთანხმებულები ვართ მატჩის 2026 წელს გამართვაზე. შესაბამისად, შემდეგი სტუმარი „სამეფო კლუბი“ იქნება. მინდა, ქომაგებს მადლობა ვუთხრა. ჩვენ კი შევეცდებით, ასეთი საღამოები ბევრი იყოს“, – განაცხადა არველაძემ.
ფეხბურთელის განცხადებით, პროექტი ახლა იწყება და ნელ-ნელა განვითარდება.
„მე ვარ მისი ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი ჩემს მეგობრებთან და სპონსორებთან ერთად. ბევრი ადამიანი გვიდგას გვერდში. გვსურს, რომ მსგავსი საღამოები ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში ბევრი იყოს“, - განაცხადა არველაძემ.
ლეგენდების სერიის პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.
გუშინ „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა (GEO 11) და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ლეგენდების სერიის მეორე მატჩი გაიმართა. საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ესპანური საფეხბურთო გრანდის ლეგენდების გუნდმა ანგარიშით 1:3 დაამარცხა.
Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.