ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება - ეროვნული ბანკის მონაცემები

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2025
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა და 1.082,1 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2025 წლის იანვარი-მარტი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

აშშ

203,7

19,6

იტალია

191,3

5,9

რუსეთი

133,5

-57,6

გერმანია

88,8

12,0

საბერძნეთი

87,4

8,7

იანვარ-აპრილში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 133,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,3%-ია. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 57,6%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში.
აპრილში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის აპრილში 6,1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 295,5 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2025 წლის აპრილი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

აშშ

54,0

16,6

იტალია

50,2

9,6

რუსეთი

39,9

-18,9

გერმანია

24,8

19,9

საბერძნეთი

24,6

12,4

აპრილში რუსეთიდან 39,9 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 13,5%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,9%-ით ნაკლებია.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 31,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,9%-ით მეტია.
2025 წლის ოთხ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 121 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც 5,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0