https://sputnik-georgia.com/20250516/legendebis-matchi-saqartvelo-barselonastan-293396092.html
„ლეგენდების მატჩი": საქართველოს ნაკრები „ბარსელონასთან" დამარცხდა
„ლეგენდების მატჩი": საქართველოს ნაკრები „ბარსელონასთან" დამარცხდა
Sputnik საქართველო
„ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება 16.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-16T20:49+0400
2025-05-16T20:49+0400
2025-05-16T20:53+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1d/279078940_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_e0b606c978a51c7da183ae39aab6df48.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები (GEO 11) საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებთან გამართულ მატჩში ანგარიშით 3:1 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგური შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა.ანგარიში მატჩის 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა - ალექსანდრე იაშვილის გადაცემის შემდეგ გოლი გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა. ესპანური ფეხბურთის გრანდის ლეგენდებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს, გოლი ხავიერ სავიოლამ გაიტანა.მეორე ტაიმში „ბარსელონა“ წინ სორიანომ გაიყვანა, მან გოლი მატჩის 54-ე წუთზე გაიტანა. 72-ე წუთზე „ბარსელონას“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი არგენტინელმა ხავიერ სავიოლამ გაიტანა.წინასწარი შეთანხმებით, მთავარმა არბიტრმა მატჩი 85-ე წუთზე დაასრულა. მანამდე, მე-80 წუთზე მოედანი 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა რონალდინიომ დატოვა, რომელიც მაყურებელმა აპლოდისმენტებით გააცილა.მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. 10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ ანგარიშით 5:4 დაამარცხა.მატჩის ორგანიზატორი კომპანია Sports Orient, ხოლო გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანია Betsson-ია.Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს.პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1d/279078940_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_07db7ecdaa772b894ff55224a2c8c5c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს
„ლეგენდების მატჩი": საქართველოს ნაკრები „ბარსელონასთან" დამარცხდა
20:49 16.05.2025 (განახლებულია: 20:53 16.05.2025) „ლეგენდების სერიის“ მორიგი შეხვედრა თბილისში „დინამო არენაზე“ გაიმართება
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები (GEO 11) საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებთან გამართულ მატჩში ანგარიშით 3:1 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგური შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა.
ანგარიში მატჩის 25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა - ალექსანდრე იაშვილის გადაცემის შემდეგ გოლი გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა. ესპანური ფეხბურთის გრანდის ლეგენდებმა წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს, გოლი ხავიერ სავიოლამ გაიტანა.
მეორე ტაიმში „ბარსელონა“ წინ სორიანომ გაიყვანა, მან გოლი მატჩის 54-ე წუთზე გაიტანა. 72-ე წუთზე „ბარსელონას“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი არგენტინელმა ხავიერ სავიოლამ გაიტანა.
წინასწარი შეთანხმებით, მთავარმა არბიტრმა მატჩი 85-ე წუთზე დაასრულა. მანამდე, მე-80 წუთზე მოედანი 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა რონალდინიომ დატოვა, რომელიც მაყურებელმა აპლოდისმენტებით გააცილა.
მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. 10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
მატჩის ორგანიზატორი კომპანია Sports Orient, ხოლო გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანია Betsson-ია.
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს.
Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.