https://sputnik-georgia.com/20250516/kobaxidze-evropis-politikur-samitze-qveynis-mtavar-gzavnilebze-visaubrebt-293389200.html
კობახიძე: ევროპის პოლიტიკურ სამიტზე ვისაუბრებთ ქვეყნის მთავარ გზავნილებზე
კობახიძე: ევროპის პოლიტიკურ სამიტზე ვისაუბრებთ ქვეყნის მთავარ გზავნილებზე
Sputnik საქართველო
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განხილვის მთავარი თემა არის „ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში: ერთობა - თანამშრომლობა - ერთობლივი ქმედება“. 16.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-16T13:09+0400
2025-05-16T13:09+0400
2025-05-16T13:09+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ალბანეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3216db928669d4fa55f00f78d2a8d305.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. 16 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროპის პოლიტიკური სამიტი იმართება, რომელშიც ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას მიწვევით იღებს მონაწილეობას.ევროპის პოლიტიკურ სამიტის რიგით მეექვსე შეხვედრის მთავარი თემა არის „ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში: ერთობა - თანამშრომლობა - ერთობლივი ქმედება“. კობახიძის განცხადებით, აღნიშული ფორმატი არაერთ ლიდერთან გასაუბრების საშუალებას იძლევა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტს კობახიძესთან ერთად ესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. პრემიერ-მინისტრი გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც ხელმძღვანელობენ გაერთიანებული სამეფოს და ასევე შვედეთის პრემიერ-მინისტრები. თემა შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ევროპის მდგრადობის გაძლიერებას. რიგით მე-6 კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ინოვაციების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატით. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
საქართველო
ალბანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292355769_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_a1564ea210b5099ed93ce03c23e0b02d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ალბანეთი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ალბანეთი , ახალი ამბები
კობახიძე: ევროპის პოლიტიკურ სამიტზე ვისაუბრებთ ქვეყნის მთავარ გზავნილებზე
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განხილვის მთავარი თემა არის „ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში: ერთობა - თანამშრომლობა - ერთობლივი ქმედება“.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
16 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ევროპის პოლიტიკური სამიტი იმართება, რომელშიც ირაკლი კობახიძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას მიწვევით იღებს მონაწილეობას.
ევროპის პოლიტიკურ სამიტის რიგით მეექვსე შეხვედრის მთავარი თემა არის „ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში: ერთობა - თანამშრომლობა - ერთობლივი ქმედება“.
„მნიშვნელოვანი სამიტია, ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. გვექნება საშუალება, მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ, ასევე ამ ფორმატს გამოვიყენებთ, რათა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, აღნიშული ფორმატი არაერთ ლიდერთან გასაუბრების საშუალებას იძლევა.
„გვექნება შესაძლებლობა არაერთ ლიდერს გავესაუბროთ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას“, – განაცხადა მან.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტს კობახიძესთან ერთად ესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. პრემიერ-მინისტრი გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც ხელმძღვანელობენ გაერთიანებული სამეფოს და ასევე შვედეთის პრემიერ-მინისტრები. თემა შეეხება ევროპის უსაფრთხოებასა და ევროპის მდგრადობის გაძლიერებას.
რიგით მე-6 კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ინოვაციების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატით. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.