https://sputnik-georgia.com/20250516/evroviziis-meore-naxevarpinalshi-10-pinalisti-qvekana-gamovlinda-293386978.html
„ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
„ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
Sputnik საქართველო
საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია „ევროვიზია 2025“-ის ფინალში ვერ გავიდა. 16.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-16T12:13+0400
2025-05-16T12:13+0400
2025-05-16T12:13+0400
საქართველო
ევროვიზია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0b/287857023_0:241:1334:991_1920x0_80_0_0_e00266153fe7bb0b89f1421efa7262ca.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გუშინ „ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენელი მაყურებლის წინაშე წარდგა. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი. კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს. საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი მარიამ შენგელია მსმენელის წინაშე გუშინ წარდგა, თუმცა „ევროვიზია 2025"-ის ფინალში ვერ გავიდა. მან სიმღერა Freedom (თავისუფლება) შეასრულა. ის პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავისა" და „ვოისის" მონაწილეა. მარიამ შენგელია 2020 წელს „ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. მაშინ კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა. „ევროვიზია 2025"-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი 15 მაისს გამართული კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ. „ევროვიზია 2025“-ის პირველი ნახევარფინალი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13 მაისს გაიმართა. მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: პოლონეთი, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ალბანეთი, ნიდერლანდები, სან მარინო და ისლანდია. გასულ წელს კონკურსში გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა ნემო მეტლერმა (Nemo) სიმღერით The Code — მან 591 ქულა დააგროვა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელ ნუცა ბუზალაძეს, იგი 21-ე ადგილზე გავიდა. „ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0b/287857023_0:116:1334:1117_1920x0_80_0_0_31664716afb4a141aa97361940341d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროვიზია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ევროვიზია, საზოგადოება, ახალი ამბები
„ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა
საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია „ევროვიზია 2025“-ის ფინალში ვერ გავიდა.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გუშინ „ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენელი მაყურებლის წინაშე წარდგა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.
საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი მარიამ შენგელია მსმენელის წინაშე გუშინ წარდგა, თუმცა „ევროვიზია 2025"-ის ფინალში ვერ გავიდა. მან სიმღერა Freedom (თავისუფლება) შეასრულა. ის პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავისა" და „ვოისის" მონაწილეა. მარიამ შენგელია 2020 წელს „ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. მაშინ კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.
„ევროვიზია 2025"-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი 15 მაისს გამართული კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
„ევროვიზია 2025“-ის პირველი ნახევარფინალი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13 მაისს გაიმართა. მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: პოლონეთი, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ალბანეთი, ნიდერლანდები, სან მარინო და ისლანდია.
გასულ წელს კონკურსში გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა ნემო მეტლერმა (Nemo) სიმღერით The Code — მან 591 ქულა დააგროვა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელ ნუცა ბუზალაძეს, იგი 21-ე ადგილზე გავიდა.
„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.