https://sputnik-georgia.com/20250516/2024-wels-umushevrobis-done-shemcirda-293387181.html
2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - სტატისტიკის მონაცემები
2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - სტატისტიკის მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე. 16.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-16T13:00+0400
2025-05-16T13:00+0400
2025-05-16T13:00+0400
საქართველო
სტატისტიკა
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285783392_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_b190e49ad287ebb4774eb493f4451ded.jpg
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, რაც 2,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში. 2023 წელში უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.„საქსტატის" მონაცემებით, სოფლებში უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში.2024 წელს უმუშევრობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 3,2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად - 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად, 14,4 და 13,3% შეადგინა.გასულ წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში შემცირდა.2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალიდაფიქსირდა 15-19 ასაკობრივ ჯგუფში (36.3%), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად, 65+ ასაკობრივ ჯგუფში (4.2%), რისი მთავარი მიზეზიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში დაბალი აქტივობის დონეა.მოსახლეობის აქტივობა„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2024 წელს 54,8% შეადგინა - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5 პროცენტული პუნქტით მეტი.ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.„ქალაქის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლის დასახლებებში კი 1,4 პროცენტული პუნქტით. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47,1% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.გასულ წელს დაქირავებულთა წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 68,5% შეადგინა, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 31,5% შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წელს 31% იყო.2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ქალებში დასაქმების მაჩვენებელი 2,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო მამაკაცებში 2,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად, 39,9% და 55,6% შეადგინა.სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა ქალებში შეადგინა 44,9%, მამაკაცებში - 66,2%. ამასთან ქალების აქტივობის დონე 1,8 პროცენტული პუნქტით, მამაკაცებში კი 1,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285783392_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_116358a2309d8b67e5d1dfb6e90125a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სტატისტიკა, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, სტატისტიკა, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, სოციალური სფერო საქართველოში
2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა - სტატისტიკის მონაცემები
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, რაც 2,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023 წელში უმუშევრობის დონემ 16,4% შეადგინა, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
„საქსტატის" მონაცემებით, სოფლებში უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე ქალაქებში.
2024 წელს უმუშევრობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 3,2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლად - 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად, 14,4 და 13,3% შეადგინა.
გასულ წელთან შედარებით, 2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში შემცირდა.
უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მაჩვენებელი ქალებს შორის 2,8 პროცენტული პუნქტით, მამაკაცებს შორის - 2,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად, 11,1 და 16,1% შეადგინა.
2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალიდაფიქსირდა 15-19 ასაკობრივ ჯგუფში (36.3%), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად, 65+ ასაკობრივ ჯგუფში (4.2%), რისი მთავარი მიზეზიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში დაბალი აქტივობის დონეა.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2024 წელს 54,8% შეადგინა - 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5 პროცენტული პუნქტით მეტი.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„ქალაქის დასახლებებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლის დასახლებებში კი 1,4 პროცენტული პუნქტით. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 2,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47,1% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
გასულ წელს დაქირავებულთა წილმა დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 68,5% შეადგინა, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 31,5% შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წელს 31% იყო.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ქალებში დასაქმების მაჩვენებელი 2,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო მამაკაცებში 2,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად, 39,9% და 55,6% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა ქალებში შეადგინა 44,9%, მამაკაცებში - 66,2%. ამასთან
ქალების აქტივობის დონე 1,8 პროცენტული პუნქტით, მამაკაცებში კი 1,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.