https://sputnik-georgia.com/20250515/turnava-da-xucishvili-londonshi-shexvedrebs-martaven-293377774.html
თურნავა და ხუციშვილი ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრებს მართავენ
თურნავა და ხუციშვილი ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრებს მართავენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო გააცნეს. 15.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-15T18:13+0400
2025-05-15T18:13+0400
2025-05-15T18:13+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1b/269814650_0:112:3243:1936_1920x0_80_0_0_ed5593e3b0dc52259a04271a454b2709.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი. EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს, სადაც განიხილება გლობალური და რეგიონული ეკონომიკური გამოწვევები, მდგრადი განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის შესაძლებლობები. ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ასევე მართავენ ორმხრივ შეხვედრებს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ეროვნული ბანკის ცნობით, ხელს უწყობს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრებზე თურნავამ და ხუციშვილმა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და პროგნოზები გააცნეს. ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით და საინვესტიციო ბანკების — JP Morgan-ის და ICBC-ის ორგანიზებით, ასევე გაიმართა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრების სერია (non-deal Roadshow).გარდა ამისა, ქართული დელეგაცია მიწვეულ იქნა Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ საქართველოს პანელზე.ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს გააცნო მაკრო-ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. შეხვედრებზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსაც. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევს ფისკალურ დისციპლინას, რაც პანდემიური და პოსტ-პანდემიური პერიოდის კრიზისების გამკლავებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საყრდენია. საქართველოს მხრიდან ღონისძიებებზე წარმოდგენილ იყვნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სხვა წარმომადგენლები.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1b/269814650_255:0:2986:2048_1920x0_80_0_0_ee433ff3ffeb0557cf4147bae0f0d1d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თურნავა და ხუციშვილი ლონდონში ინვესტორებთან შეხვედრებს მართავენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ფინანსთა მინისტრმა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო გააცნეს.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს, სადაც განიხილება გლობალური და რეგიონული ეკონომიკური გამოწვევები, მდგრადი განვითარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის შესაძლებლობები.
ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ასევე მართავენ ორმხრივ შეხვედრებს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ეროვნული ბანკის ცნობით, ხელს უწყობს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას,
უწყების ცნობით, ორმხრივ შეხვედრებზე თურნავამ და ხუციშვილმა ფინანსურ ორგანიზაციებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და პროგნოზები გააცნეს.
„გლობალურად მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს სტაბილურობას. ფასების სტაბილურობას, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა წარმატებით უზრუნველყოფს. საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა ინვესტორებისთვის მიმზიდველია და საქართველოს მიმართ დაინტერესება მაღალია”, - აღნიშნა თურნავამ.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით და საინვესტიციო ბანკების — JP Morgan-ის და ICBC-ის ორგანიზებით, ასევე გაიმართა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრების სერია (non-deal Roadshow).
გარდა ამისა, ქართული დელეგაცია მიწვეულ იქნა Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ საქართველოს პანელზე.
ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს გააცნო მაკრო-ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები. შეხვედრებზე ხაზი გაესვა პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებსაც.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას აქცევს ფისკალურ დისციპლინას, რაც პანდემიური და პოსტ-პანდემიური პერიოდის კრიზისების გამკლავებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საყრდენია.
„სწორედ ამ ფისკალური დისციპლინის შედეგად, დღეს ფისკალური პარამეტრები (ვალი, დეფიციტი) დაუბრუნდა უსაფრთხო ნიშნულებს, რაც საშუალებას გვაძლევს აქტიურად განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და სტრუქტურული რეფორმები ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით”, - განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოს მხრიდან ღონისძიებებზე წარმოდგენილ იყვნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის სხვა წარმომადგენლები.