https://sputnik-georgia.com/20250515/sazgvarze-kontrabanduli-oqros-shemotana-scades-293377127.html
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს
Sputnik საქართველო
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. 15.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-15T17:39+0400
2025-05-15T17:39+0400
2025-05-15T17:39+0400
საქართველო
შემოსავლების სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_0:51:1723:1020_1920x0_80_0_0_0cf60860555dcac8278a9997e5f20f34.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. კერძოდ, მებაჟე-ოფიცრებმა „სადახლო-საავტომობილოს“, „ქუთაისის აეროპორტისა“ და „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 421.39 გრამი) გამოავლინეს. ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 53 ათასზე მეტი ლარი შეადგინა. ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო უცხო ქვეყნის კანონდამრღვევ პირებს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ჯამში 34 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24166/87/241668718_147:0:1576:1072_1920x0_80_0_0_6240919e3ef4fae0c228e3a0a5ff8003.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემოსავლების სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანა სცადეს
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. მებაჟე-ოფიცრებმა საქართველოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
კერძოდ, მებაჟე-ოფიცრებმა „სადახლო-საავტომობილოს“, „ქუთაისის აეროპორტისა“ და „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 421.39 გრამი) გამოავლინეს.
ზემოაღნიშნული ფაქტების აღკვეთის შედეგად, გამოვლენილმა არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 53 ათასზე მეტი ლარი შეადგინა.
ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო უცხო ქვეყნის კანონდამრღვევ პირებს საბაჟო კოდექსის 168 მუხლის შესაბამისად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა ჯამში 34 ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.