https://sputnik-georgia.com/20250515/saqartveloshi-rusettan-dipurtiertobebis-agdgenis-pirobebi-daasaxeles-293364724.html
საქართველოში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობები დაასახელეს
საქართველოში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობები დაასახელეს
Sputnik საქართველო
დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული 15.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-15T11:00+0400
2025-05-15T11:00+0400
2025-05-15T11:00+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/56/245975650_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_e6cc8c92fdb07ab68867b9d499e38a1f.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაინტერესებულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებით, თუმცა დიპლომატიურ ურთიერთობებს იმ დრომდე არ აღადგენს, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაწყდება, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.ამასთან, მან აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მთავარი პირობაა.„ეს არის პოზიცია, რომელიც ადრეც გვქონდა, დღესაც გვაქვს და გვექნება, სანამ ჩვენი პარტია იქნება ხელისუფლებაში", - განაცხადა სამხარაძემ.საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა და 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი კი 3,7%-ით გაიზარდა - რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა. რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის წილმა კი მთელი იმპორტის 11,2% შეადგინა.დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24597/56/245975650_599:0:3000:1801_1920x0_80_0_0_00853fe834abbdb65ea11006af207fcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველოში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობები დაასახელეს
დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაინტერესებულია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებით, თუმცა დიპლომატიურ ურთიერთობებს იმ დრომდე არ აღადგენს, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ გადაწყდება, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
„რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, საქართველოს ინტერესში, რომ მას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნებს. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მოდით, შევხედოთ ბევრ ქვეყანას, რომლებიც დღეს დაპირისპირებაში არის რუსეთთან, ისინი ინარჩუნებენ სავაჭრო ურთიერთობებს და არავის გაუწყვეტია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები", - განაცხადა სამხარაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მთავარი პირობაა.
„ეს არის პოზიცია, რომელიც ადრეც გვქონდა, დღესაც გვაქვს და გვექნება, სანამ ჩვენი პარტია იქნება ხელისუფლებაში", - განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა და 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი კი 3,7%-ით გაიზარდა - რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 2024 წელს 10,8% შეადგინა. რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის წილმა კი მთელი იმპორტის 11,2% შეადგინა.
დღეისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.