https://sputnik-georgia.com/20250515/ramdenma-gvinis-kompaniam-miigo-tanadapinanseba-293370130.html
ქართული ღვინის უცხოეთში პოპულარიზაცია: რამდენმა კომპანიამ მიიღო თანადაფინანსება
ქართული ღვინის უცხოეთში პოპულარიზაცია: რამდენმა კომპანიამ მიიღო თანადაფინანსება
Sputnik საქართველო
წელს ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 692.969 ლარი მიიღეს. 15.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-15T13:37+0400
2025-05-15T13:37+0400
2025-05-15T13:37+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24055/08/240550882_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_42b5704d4667c7246465e5c717ccec4a.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ცხრა კომპანიამ მიიღო, ნათქვამია ღვიის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა - პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ახორციელებს, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ. პროგრამის პირობების თანახმად, აღნიშნულმა კომპანიებმა, მიზანმიმართული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაზარდეს აშშ-ის, ევროპისა და აზიის ბაზრების მიმართულებით. გასულ წელს პროგრამით თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო, ჯამურმა თანხამ 243.281,28 ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24055/08/240550882_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f6146e774e264fbafea7bde9c09c5247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართული ღვინის უცხოეთში პოპულარიზაცია: რამდენმა კომპანიამ მიიღო თანადაფინანსება
წელს ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 692.969 ლარი მიიღეს.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თანადაფინანსება ცხრა კომპანიამ მიიღო, ნათქვამია ღვიის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით აღნიშნული პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა - პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.
„2025 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქართული ღვინის მწარმოებელმა ცხრა კომპანიამ თანადაფინანსების სახით, ჯამურად, 692.969 ლარი მიიღო. აღნიშნული კომპანიებია: „ჯიველი“, „ვილა მოსავალი“, „თელიანი ველი“, „ვაზისუბნის მამული“, „მეღვინეობა ჩელთი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „თიკო ისთეით“ და „მეღვინეობა შუმი“, - აღნიშულია განცხადებაში.
პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებისთვის ახორციელებს, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.
პროგრამის პირობების თანახმად, აღნიშნულმა კომპანიებმა, მიზანმიმართული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაზარდეს აშშ-ის, ევროპისა და აზიის ბაზრების მიმართულებით.
გასულ წელს პროგრამით თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო, ჯამურმა თანხამ 243.281,28 ლარი შეადგინა.