https://sputnik-georgia.com/20250515/qolcentrebis-saqmeze-gancxadebas-finansta-saministro-avrcelebs-293377966.html
ე.წ. ქოლცენტრების საქმე: გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს
ე.წ. ქოლცენტრების საქმე: გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს
Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაულებრივი ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. 15.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-15T15:54+0400
2025-05-15T15:54+0400
2025-05-15T15:54+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_197:475:893:866_1920x0_80_0_0_d5960669b4e3db79355fcc7a5319e676.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ე.წ. ქოლცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში თბილისსა და აჭარის რეგიონში ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელბულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირების შესახებ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დილით ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა), 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა), 194-ე (ფულის გათეთრება) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. საქართველოში დანაშაულებრივი ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინვე ქვეყნის იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. უკვე 2023 წელს ამ დასკვნამდე მივიდა BBC-ც, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/04/279241952_62:0:1217:866_1920x0_80_0_0_3fba460b28ceaa0d19f2e8cb2f55406d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ე.წ. ქოლცენტრების საქმე: გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს
საქართველოში დანაშაულებრივი ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ე.წ. ქოლცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში თბილისსა და აჭარის რეგიონში ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია ამოიღეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები შესაძლო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლცენტრების ფუნქციონირების შესახებ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დილით ჩატარდა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა), 192-ე (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა), 194-ე (ფულის გათეთრება) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.
საქართველოში დანაშაულებრივი ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წლიდან დაიწყო. მაშინვე ქვეყნის იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დგას კეზერაშვილი, რომელიც ახლა ისრაელის მოქალაქეა. უკვე 2023 წელს ამ დასკვნამდე მივიდა BBC-ც, რომელმაც ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.