https://sputnik-georgia.com/20250515/mashvelebma-mtkvarshi-kidev-erti-mamakacis-cxedari-ipoves-293368033.html
მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
Sputnik საქართველო
13 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შეამცირეს. 15.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-15T11:29+0400
2025-05-15T11:29+0400
2025-05-15T11:29+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292348578_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_397f74e355b2a4d2597a50b44631501e.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც 13 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მანამდე, დღე დილით მდინარე მტკვარში მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 21 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრი, 1-ელ აპრილს გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა, რომელიც მშვიდობის ხიდის ტერიტორიიდან გაუჩინარდა და ოჯახი ამ დრომდე ეძებდა.რაც შეეხება 13 მაისის გვიან ღამით მტკვარში გადავარდნილ მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, მეხანძრე-მაშველებმა 30-საათიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად მდინარე მტკვარში 2 დღის წინ გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს - მანქანაში ორი მგზავრის ცხედარი აღმოაჩინეს, კიდევ ერთი პირის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა წყალში უკანა მხრიდან სხვა ავტომობილის შეჯახების შედეგად გადავარდა. ავტომობილში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. შემთხვევიდან მალევე მეხანძრე-მაშველებმა წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა. სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შეამცირეს. სამართალდამცველებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 23 წლის პირი გუშინ დააკავეს. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/04/292348578_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_41d827add1beff6e6a18e2128bb8a2a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
13 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შეამცირეს.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც 13 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მანამდე, დღე დილით მდინარე მტკვარში მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში 21 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალის მკვიდრი, 1-ელ აპრილს გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა, რომელიც მშვიდობის ხიდის ტერიტორიიდან გაუჩინარდა და ოჯახი ამ დრომდე ეძებდა.
რაც შეეხება 13 მაისის გვიან ღამით მტკვარში გადავარდნილ მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, მეხანძრე-მაშველებმა 30-საათიანი სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად მდინარე მტკვარში 2 დღის წინ გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს - მანქანაში ორი მგზავრის ცხედარი აღმოაჩინეს, კიდევ ერთი პირის ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა წყალში უკანა მხრიდან სხვა ავტომობილის შეჯახების შედეგად გადავარდა. ავტომობილში 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. შემთხვევიდან მალევე მეხანძრე-მაშველებმა წყლიდან ერთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.
სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე ხელოვნურად შეამცირეს.
სამართალდამცველებმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 23 წლის პირი გუშინ დააკავეს. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.