საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპის ინაუგურაციას დაესწრება

© Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2025
გამოწერა
რომის პაპ ლეო XIV -ის ინაუგურაციის ცერემონია 18 მაისს გაიმართება.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად ვატიკანში, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, იუწყება „პირველი არხი".
ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონია 18 მაისს გაიმართება.
ინაუგურაციის შემდეგ რომის პაპი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება - ინაუგურაციიდან სამი დღის შედეგ პაპს პილიგრიმებთან ოფიციალური აუდიენცია ექნება.
ვატიკანის კონკლავმა 8 მაისს 267-ე პაპი აირჩია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-ედ იწოდება.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.
მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0