იუსტიციის მინიტრს კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს

© press-service of Tbilisi City Hallირაკლი ხმალაძე
ირაკლი ხმალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2025
გამოწერა
პაატა სალიას, რომელმაც იუსტიციის მინისტრის პოსტი აპრილში დაიკავა, ამ ეტაპზე 6 მოადგილე ჰყავს.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას.
იუსტიციის მინისტრს უკვე 6 მოადგილე ჰყავს - პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე, მერაბ ტურავა, ალექსანდრე მაისურაძე და ირაკლი ხმალაძე.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში პაატა სალიამ იუსტიციის მინისტრის პორტფელი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც ყოფილი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსად დაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0