15 მაისიდან არაგვის კალაპოტში წყლის მატებაა მოსალოდნელი: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerმდინარე არაგვი
მდინარე არაგვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2025
გამოწერა
კომპანია მოსახლეობას არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. 15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოშვებული ჭარბი წყალი.
„გთხოვთ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით.
ყველა ახალი ამბავი
0