https://sputnik-georgia.com/20250515/bochorishvili-piter-siiartos-shexvda-293367755.html
ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, მხარეები კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობის განმტკიცებაზე შეთანხმდნენ. 15.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-15T12:19+0400
2025-05-15T12:19+0400
2025-05-15T12:19+0400
საქართველო
უნგრეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593197_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ddbb6f2b9d714da08b3cf8acae3efada.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 13-14 მაისს გაიმართა. მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის საბჭოს როლზე ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის: ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, განათლების საკითხებზე. საქართველო და უნგრეთი საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ. პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს რომ ბრიუსელმა რაიმე არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593197_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_8dea5acf6ac1e5e3ff38012d62275248.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
უწყების ცნობით, მხარეები კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარტნიორობის განმტკიცებაზე შეთანხმდნენ.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის და შავი ზღვის დაკავშირებადობის ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობა, რომელიც ბუდაპეშტში 11-12 ივნისს გაიმართება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა.
„ამ პროცესის ხელშესაწყობად გამოითქვა მზადყოფნა უნგრეთთან როგორც პოლიტიკურ, ისე ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 13-14 მაისს გაიმართა. მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპის საბჭოს როლზე ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის: ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, განათლების საკითხებზე.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს რომ ბრიუსელმა რაიმე არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.