https://sputnik-georgia.com/20250514/vakeshi-ori-quchis-reabilitacia-iwyeba-293357288.html
ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება
ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება
Sputnik საქართველო
სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T16:00+0400
2025-05-14T16:00+0400
2025-05-14T16:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24540/54/245405414_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_3c1b48747f1cd18fd2c564fcbc1c281e.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კალაძის განცხადებით, რეაბილიტაცია, რომელიც რომელიც პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება - სამუშაოების წარმოების პერიოდში დროებით შეიზუდება საავტომობილო მოძრაობა, ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რასთან დაკავშირებითაც დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება. პროექტის ფარგლებში ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები სრულად განახლდება. შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ხოლო საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ვიზუალურ გარემოს, ისე სისტემების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. გარდა ამისა, ქუჩებზე მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დაიგება ასფალტის საფარი. განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24540/54/245405414_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_ead10207a671dc7429b7623d90ee606b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება
სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, რეაბილიტაცია, რომელიც რომელიც პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის იმ მონაკვეთის გაფართოება, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. აღნიშნული გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება - სამუშაოების წარმოების პერიოდში დროებით შეიზუდება საავტომობილო მოძრაობა, ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რასთან დაკავშირებითაც დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
პროექტის ფარგლებში ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები სრულად განახლდება. შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ხოლო საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ვიზუალურ გარემოს, ისე სისტემების მდგრადობასა და უსაფრთხოებას.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
გარდა ამისა, ქუჩებზე მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დაიგება ასფალტის საფარი. განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები.