20-ზე მეტი მედალი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე: მინისტრმა ძალოსნებს წარმატება მიულოცა

© Mgfsoშტანგა, ძალოსნობა
შტანგა, ძალოსნობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2025
გამოწერა
ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებებმა კი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვეს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ ძალოსნებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა.
ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებებმა კი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვეს.
რევაზ დავითაძემ სამი ვერცხლი მოიპოვა, რამინ შამილიშვილმა ორი ბრინჯაო, გოდერძი ბერდელიძემ ერთი ბრინჯაო და ორი ვერცხლის მედალი, ბაქარ თურმანიძე კი ერთ ბრინჯაოს დასჯერდა.
17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ჯაბა ტყეშელაშვილმა ორი ოქრო და ერთი ვერცხლის მედალი მიიღო, დიმიტრი აბრალავა ვერცხლს დასჯერდა, საბა ჩიხლაძემ კი სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 20-წლამდელთა შორის გოგა ჯაჯვანმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. გიგა ოდიკაძემ ორი ბრინჯაო მიიღო; ხოლო ნანა ხორავა ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0