https://sputnik-georgia.com/20250514/ramdeni-daxarjes-qartvelebma-ucoetshi-293339130.html
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T14:14+0400
2025-05-14T14:14+0400
2025-05-14T14:14+0400
საქართველო
საქსტატი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24702/97/247029748_0:143:3133:1905_1920x0_80_0_0_623873471abe60e8e2560264e9bde267.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 481,5 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 5,7%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 998,8 ლარს ხარჯავდა - 14,4%-ით მეტს, ვიდრე 2024 წლის იანვარ-მარტში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 614,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 4,4%-ით ნაკლებია.გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (44,1%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 323,1 ათასი, რაც 1,7%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,6%, სომხეთში - 14,3%, რუსეთში – 13,5%, აზერბაიჯანში - 2,3% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18%.ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა. ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 6,7 ღამე შეადგინა, რაც 4%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,8 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის მაჩვენებლებზე 1,4%-ით ნაკლებია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,4%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში – 12,1%, აზერბაიჯანში - 2,2% და ევროკავშირის ქვეყნებში – 16,3%.2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,3 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 11,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24702/97/247029748_200:0:2931:2048_1920x0_80_0_0_9fa6dbde361016142f84b144045a206f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი დახარჯეს ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში - მონაცემები განახლდა
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 481,5 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 5,7%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
თითოეული მოგზაური საქართველოდან უცხოეთში ვიზიტის დროს საშუალოდ 998,8 ლარს ხარჯავდა - 14,4%-ით მეტს, ვიდრე 2024 წლის იანვარ-მარტში. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და განთავსებაზე.
საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2024 წლის იანვარ-მარტში
რაზე დახარჯეს | ხარჯები, მლნ ლარი | წილი მთლიან ხარჯში, % | ხარჯები ვიზიტზე, ლარი |
საყიდლები | 206,8 | 42,9 | 428,9 |
კვება | 123,7 | 25,7 | 256,6 |
განთავსება | 57,8 | 12,0 | 119,8 |
ადგილობრივი ტრანსპორტი | 53,5 | 11,1 | 110,9 |
ხარჯები | 20,3 | 4,2 | 42,1 |
სხვა ხარჯები | 19,5 | 4,0 | 40,4 |
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 614,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე 4,4%-ით ნაკლებია.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (44,1%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ შედგინა 323,1 ათასი, რაც 1,7%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,6%, სომხეთში - 14,3%, რუსეთში – 13,5%, აზერბაიჯანში - 2,3% და ევროკავშირის ქვეყნებში – 18%.
ვიზიტების მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა.
საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ მოგზაურობის მიზანი 2025 წლის იანვარ-მარტში
ვიზიტის მიზანი | ტურისტების რაოდენობა, ათასი | წილი ტურისტების რაერთო რაოდენობაში, % |
მეგობრებთან და ნაცნობებთან სტუმრობა | 176,4 | 36,6 |
შოპინგი | 153,6 | 31,9 |
დასვენება და გართობა | 89,8 | 18,6 |
პროფესიუი საქმიანობა | 45,4 | 9,4 |
მკურნალობა | 7,4 | 1,5 |
სხვა | 9,6 | 2,0 |
ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ვიზიტების ხანგრძლივობამ საშუალოდ 6,7 ღამე შეადგინა, რაც 4%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 2,8 მლნ ვიზიტი განახორციელეს, რაც 2023 წლის მაჩვენებლებზე 1,4%-ით ნაკლებია. ვიზიტების დიდი ნაწილი განხორციელდა თურქეთში – 37,4%, რუსეთში – 18,3%, სომხეთში – 12,1%, აზერბაიჯანში - 2,2% და ევროკავშირის ქვეყნებში – 16,3%.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თითქმის 2,3 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც 11,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.