https://sputnik-georgia.com/20250514/papuashvili-baltiis-pilitelitas-istoriuli-shishebi-aqvs-293360946.html
პაპუაშვილი: ბალტიის პოლიტიკურ ელიტას რუსეთთან დაკავშირებით ისტორიული შიშები აქვს
პაპუაშვილი: ბალტიის პოლიტიკურ ელიტას რუსეთთან დაკავშირებით ისტორიული შიშები აქვს
Sputnik საქართველო
ლიეტუველი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე შესაძლოა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T19:39+0400
2025-05-14T19:39+0400
2025-05-14T19:39+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ბალტიისპირეთი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287928849_0:118:2048:1271_1920x0_80_0_0_cadad391decfffa644a1a4f785c2cdc8.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ბალტიის პოლიტიკურ ელიტას თუ შიშები აქვს, წელში გაიმართონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას, რათა რუსეთს გადაატანინონ ყურადღება, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავდაცვის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას. რამდენიმე დღის წინ ლიეტუველმა პოლიტიკოსმა, თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ იზიარებს დასავლური სადაზვერვო სააგენტოების შეფასებას, რომლის მიხედვით, რუსეთის თავდასხმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს. პაპუაშვილის შეფასებით, ბალტიის პოლიტიკურ ელიტას აქვს თავისი გარკვეული ისტორიული შიშები რუსეთთან დაკავშირებით. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურ ელიტას ქართველი ხალხის მიმართა განსაკუთრებული აგრესია იმიტომ აქვს, რომ „ჩვენ ჩვენი ომები ნაომარი გვაქვს და თუ საჭიროა საერთაშორისო მშვიდობისთვის, ჩვენ ისეთ ომებშიც მივდივართ, სადაც ისინი გაექცნენ პასუხისმგებლობას". სპიკერის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურება ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ხელსაყრელია.მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საზოგადოება გამოფხიზლდება და გააცნობიერებს იმ პოლიტიკის მცდარობას, რომელსაც მათი ელიტები ახორციელებენ, მათ შორის მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს წინააღმდეგ.მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებისთვის საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები ეროვნული ინტერესების საკითხად იქცა.8 მაისს ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს. 2024 წლის დეკემბერში ესტონეთმა საქართველოს მთავრობის 25 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 28 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. ასევე ლატვიამ დააწესა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. აღნიშნულმა ქვეყნებმა მიმდინარე წლის მარტში ქართველი სანქცირებული ჩინოვნიკების სია, რომელთაც ბალტიის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ, გააფართოვეს. ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაატაროს საპასუხო ზომები. მათი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით.
საქართველო
ბალტიისპირეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287928849_401:131:2048:1366_1920x0_80_0_0_b84d6e054b718e5eaa431c1e4849ad33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბალტიისპირეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ბალტიისპირეთი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: ბალტიის პოლიტიკურ ელიტას რუსეთთან დაკავშირებით ისტორიული შიშები აქვს
ლიეტუველი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე შესაძლოა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ბალტიის პოლიტიკურ ელიტას თუ შიშები აქვს, წელში გაიმართონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას, რათა რუსეთს გადაატანინონ ყურადღება, ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავდაცვის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.
რამდენიმე დღის წინ ლიეტუველმა პოლიტიკოსმა, თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ იზიარებს დასავლური სადაზვერვო სააგენტოების შეფასებას, რომლის მიხედვით, რუსეთის თავდასხმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს.
პაპუაშვილის შეფასებით, ბალტიის პოლიტიკურ ელიტას აქვს თავისი გარკვეული ისტორიული შიშები რუსეთთან დაკავშირებით.
„ნაცვლად იმისა, ამ შიშს თვალებში ჩახედონ, გაიმართონ და იბრძოლონ, ეძებენ პროქსიებს, რომლებიც აარიდებს თავიდან მათ იმ რისკებს, რომლის მიმართაც შიშები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მყუდროდ არიან მოკალათებული ნატოს ბირთვული ქოლგის ქვეშ, მაინც ეძებენ პროქსიებს, რომლებიც მათ აარიდებენ ამ საფრთხეებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკურ ელიტას ქართველი ხალხის მიმართა განსაკუთრებული აგრესია იმიტომ აქვს, რომ „ჩვენ ჩვენი ომები ნაომარი გვაქვს და თუ საჭიროა საერთაშორისო მშვიდობისთვის, ჩვენ ისეთ ომებშიც მივდივართ, სადაც ისინი გაექცნენ პასუხისმგებლობას".
„ავღანეთში, 50 კაცით რომ იყო წარმოდგენილი თითო ქვეყანა, ჩვენ იქ ათასი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი. ასე რომ, ჩვენ ჩვენს ომს, როცა საჭიროა, ვიომებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურება ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ხელსაყრელია.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საზოგადოება გამოფხიზლდება და გააცნობიერებს იმ პოლიტიკის მცდარობას, რომელსაც მათი ელიტები ახორციელებენ, მათ შორის მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს წინააღმდეგ.
მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებისთვის საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები ეროვნული ინტერესების საკითხად იქცა.
8 მაისს ესტონეთმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ აღნიშნა, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, მომიტინგეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს.
2024 წლის დეკემბერში ესტონეთმა საქართველოს მთავრობის 25 თანამდებობის პირის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საქართველოს მთავრობის მეთაურის და მთავრობის 28 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ლიეტუვამაც. ასევე ლატვიამ დააწესა სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
აღნიშნულმა ქვეყნებმა მიმდინარე წლის მარტში ქართველი სანქცირებული ჩინოვნიკების სია, რომელთაც ბალტიის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ, გააფართოვეს.
ესტონეთმა სანქცირებულთა სიაში 55 პირი დაამატა, ლიეტუვამ – 74, ლატვიამ კი – 16. ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოში რეპრესიებითა და ადამიანის უფლებების დარღვევით ახსნეს.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაატაროს საპასუხო ზომები. მათი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ ყველაზე ნაკლები სუვერენიტეტი ევროკავშირში და იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ და უცხო ქვეყნების ბრძანებით.