https://sputnik-georgia.com/20250514/ilia-topuria-charls-oliveiras-shexvdeba-293353954.html
ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება
ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება
Sputnik საქართველო
ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T14:00+0400
2025-05-14T14:00+0400
2025-05-14T14:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_0:150:1440:960_1920x0_80_0_0_b2d1a3afef13f8d1a28f059e0bf9e9f7.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის 29 ივნისს ლას-ვეგასში ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა გაავრცელა. შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში (65კგ) ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა, ხოლო ოქტომბერში ქამარი მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ დაიცვა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი ქართველმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) სურს. ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შეხვედრა ბრძოლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, UFC 317-ზე ჩატარდება. ივნისში თავის სატიტულო შეხვედრას გამართავს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილიც. ის 8 ივნისს ამერიკელ შონ ო’მალის კარიერაში მეორედ დაუპირისპირდება. 35 წლის ჩარლზ ოლივეირა UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება. მან MMA-ის კარიერაში 46 ბრძოლა ჩაატარა და 35-ში გაიმარჯვა. ის 2021 წლის მაისში მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და შემდეგ ქამარიც დაიცვა. რაც შეეხება 28 წლის ილია თოფურიას, მის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 16 გამარჯვება და არცერთი მარცხია. 70კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მან თავისი წონის ქამარი დათმო. გასული წლის მარტში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს. ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273052922_258:149:1339:960_1920x0_80_0_0_c17e9ffc9e320c48134133264348e61b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ქამრისთვის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება
ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ქამრისთვის 29 ივნისს ლას-ვეგასში ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა გაავრცელა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში (65კგ) ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა, ხოლო ოქტომბერში ქამარი მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ დაიცვა. თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
მიმდინარე წლის დასაწყისში კი ქართველმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ქვემსუბუქ დივიზიონს ტოვებს და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ დივიზიონში (70 კგ) სურს.
„კიდევ ერთი ოცნება ამიხდება, მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ, წინასწარ ბოდიშს გიხდი, მე ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი“, – დაწერა ილია თოფურიამ შეხვედრის ოფიციალურად ჩანიშვნის შემდეგ.
ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შეხვედრა ბრძოლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, UFC 317-ზე ჩატარდება. ივნისში თავის სატიტულო შეხვედრას გამართავს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილიც. ის 8 ივნისს ამერიკელ შონ ო’მალის კარიერაში მეორედ დაუპირისპირდება.
35 წლის ჩარლზ ოლივეირა UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება. მან MMA-ის კარიერაში 46 ბრძოლა ჩაატარა და 35-ში გაიმარჯვა. ის 2021 წლის მაისში მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და შემდეგ ქამარიც დაიცვა.
რაც შეეხება 28 წლის ილია თოფურიას, მის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 16 გამარჯვება და არცერთი მარცხია.
70კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო დივიზიონში (77კგ) გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, მან თავისი წონის ქამარი დათმო.
გასული წლის მარტში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
ამჟამად შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაცია UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს.
ილია თოფურია ესპანეთში 15 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა. მან შერეულ ორთაბრძოლებში ვარჯიში ძმასთან ერთად ქალაქ ალიკანტეში დაიწყო. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ჯერ არ დამარცხებულა.