https://sputnik-georgia.com/20250514/giorgi-miqautadze-evropis-sauketeso-pexburtelebs-shoris-dasaxelda-293357435.html
გიორგი მიქაუტაძე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დასახელდა
გიორგი მიქაუტაძე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დასახელდა
Sputnik საქართველო
ევროპა ლიგის ფინალამდე უეფამ გოლებისა და საგოლე გადაცემების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T16:17+0400
2025-05-14T16:17+0400
2025-05-14T16:17+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/11/292145264_0:87:1080:695_1920x0_80_0_0_108436dbb981f4ab336ab9228c64cead.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ფრანგული „ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდა, იუწყება „პირველი არხი". ევროპა ლიგის ფინალამდე უეფამ გოლებისა და საგოლე გადაცემების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი ორ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის მოხვდა. „ლიონის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი 2024/25 წლების ევროპის ლიგაზე საგოლე გადაცემებით მესამე ადგილზეა. გარდა ამისა, მიქაუტაძე იმ მოთამაშეთა შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს გოლი+პასის სისტემით. საგოლე პასები (ევროპა ლიგა 2024/25): „ლიონმა“ უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონში მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. აღნიშნულ ეტაპზე მიქაუტაძის გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა. 2025 წელს მიქაუტაძემ კლუბისა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი შედეგები აჩვენა - 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა (საშუალოდ ერთი საგოლე მოქმედება შეხვედრაში). გასულ სეზონში მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო „ლიონში“ გადასვლის შემდეგ, ახალ კლუბში 10 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/11/292145264_0:0:1080:810_1920x0_80_0_0_5f1f14234092bf30011155e784841dfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
გიორგი მიქაუტაძე ევროპის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დასახელდა
ევროპა ლიგის ფინალამდე უეფამ გოლებისა და საგოლე გადაცემების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ფრანგული „ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდა, იუწყება „პირველი არხი".
ევროპა ლიგის ფინალამდე უეფამ გოლებისა და საგოლე გადაცემების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი ორ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის მოხვდა.
„ლიონის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი 2024/25 წლების ევროპის ლიგაზე საგოლე გადაცემებით მესამე ადგილზეა. გარდა ამისა, მიქაუტაძე იმ მოთამაშეთა შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს გოლი+პასის სისტემით.
საგოლე პასები (ევროპა ლიგა 2024/25):
რაიან ჩერკი („ლიონი“) – 8
დრის მერტენსი („გალათასარაი“) – 6
გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) – 5
გოლი + პასი (ჯამური ქულა):
რაიან ჩერკი („ლიონი“) – 12
ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 11
გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) და დომინიკ სოლანკე („ტოტენჰემი“) – 9
„ლიონმა“ უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონში მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. აღნიშნულ ეტაპზე მიქაუტაძის გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა.
2025 წელს მიქაუტაძემ კლუბისა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი შედეგები აჩვენა - 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა (საშუალოდ ერთი საგოლე მოქმედება შეხვედრაში).
გასულ სეზონში მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო „ლიონში“ გადასვლის შემდეგ, ახალ კლუბში 10 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.