https://sputnik-georgia.com/20250514/dges-tamarobaa-tamar-mepis-xsenebis-dge-293345254.html
დღეს თამარობაა – თამარ მეფის ხსენების დღე
დღეს თამარობაა – თამარ მეფის ხსენების დღე
Sputnik საქართველო
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 14 მაისს ქართველების ერთ-ერთ საყვარელ, წმინდანად შერაცხულ თამარ მეფეს მოიხსენიებს. 14.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-14T10:23+0400
2025-05-14T10:23+0400
2025-05-14T10:23+0400
საქართველო
საზოგადოება
საეკლესიო კალენდარი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23164/90/231649042_0:97:1000:660_1920x0_80_0_0_02fe9c9bc8521508e02442f9f959311e.jpg
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში თამარობა აღინიშნება, ეს ქართველთა სათაყვანებელი თამარ მეფის ხსენების დღეა.საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და გაბრწყინებული, როგორც თამარის მეფობის ხანაში — 1184-1213 წლებში.თამარ მეფემ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანობა სრულიად საქართველოს რელიგია ყოფილიყო. ქართულმა ეკლესიამ ამ ზრუნვისა და გულუხვობისთვის თამარი წმინდანად შერაცხა და 14 მაისი დაადგინა მისი ხსენების დღედ.დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან — ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც, გადმოცემით, თამარი ლოცულობდა და სადაც ჯვარი დაიწერა დავით სოსლანზე.წმინდა მეფის ხატთან ლოცვა დაგეხმარებათ განიწმინდოთ ავადმყოფობაში გადასული სხვადასხვა მავნე ჩვევებისგან. ხატს შესთხოვენ სულიერი და ფიზიკური ავადობისგან განკურნებასა და საცხოვრებლის სტიქიური უბედურებისგან დაცვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23164/90/231649042_0:4:1000:754_1920x0_80_0_0_cbb6ad8ca67686a72196bc1535e0e094.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი
საქართველო, საზოგადოება, საეკლესიო კალენდარი
დღეს თამარობაა – თამარ მეფის ხსენების დღე
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 14 მაისს ქართველების ერთ-ერთ საყვარელ, წმინდანად შერაცხულ თამარ მეფეს მოიხსენიებს.
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში თამარობა აღინიშნება, ეს ქართველთა სათაყვანებელი თამარ მეფის ხსენების დღეა.
საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და გაბრწყინებული, როგორც თამარის მეფობის ხანაში — 1184-1213 წლებში.
თამარ მეფემ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანობა სრულიად საქართველოს რელიგია ყოფილიყო. ქართულმა ეკლესიამ ამ ზრუნვისა და გულუხვობისთვის თამარი წმინდანად შერაცხა და 14 მაისი დაადგინა მისი ხსენების დღედ.
დიდი მეფის ხსენების დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა იმართება. საქართველოში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად იქცა 1917 წლიდან — ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც, გადმოცემით, თამარი ლოცულობდა და სადაც ჯვარი დაიწერა დავით სოსლანზე.
წმინდა მეფის ხატთან ლოცვა დაგეხმარებათ განიწმინდოთ ავადმყოფობაში გადასული სხვადასხვა მავნე ჩვევებისგან. ხატს შესთხოვენ სულიერი და ფიზიკური ავადობისგან განკურნებასა და საცხოვრებლის სტიქიური უბედურებისგან დაცვას.