https://sputnik-georgia.com/20250513/saqartvelos-nakrebi-uefa-tasis-mplobeli-gaxda-293340981.html
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები UEFA-ს განვითარების თასის გამარჯვებული გახდა
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები UEFA-ს განვითარების თასის გამარჯვებული გახდა
Sputnik საქართველო
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე კვარაცხელია (ხვიჩა კვარაცხელიას ძმა) დასახელდა. 13.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-13T17:43+0400
2025-05-13T17:43+0400
2025-05-13T17:43+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/16/246231665_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_8f8ad18c7e85646fc3b4634647805329.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევანში გამართულ UEFA-ს განვითარების თასის ბოლო ტურში უზბეკეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება „პირველი არხი“. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში პენალტების სერიაში ლატვია დაამარცხეს, თუმცა, ასევე პენალტების სერიაში სომხეთთან დამარცხდა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკებს ანგარიშით 3:0 სძლიეს. ამ მოგებით გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა 6 ქულა დააგროვა და უეფას განვითარების თასის მფლობელი გახდა. საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ დუნდუა (4 გოლი) გახდა. მან გოლები უზბეკეთის გარდა, სომხეთთან (დუბლი) და ლატვიასთან მატჩებშიც გაიტანა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი თორნიკე კვარაცხელია (ხვიჩა კვარაცხელიას ძმა) დასახელდა. გამარჯვებულის თასი საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრების კაპიტანს, ანდრია ფოცხვერიას სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა გადასცა. გიორგი ჩიტაურის ხელმძღვანელობით საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ერევანში გამართული UEFA-ს განვითარების თასი 2022 წლის მაისშიც მოიგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/16/246231665_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_935e0548ec82ca5d756cb0c051f521d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები UEFA-ს განვითარების თასის გამარჯვებული გახდა
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე კვარაცხელია (ხვიჩა კვარაცხელიას ძმა) დასახელდა.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევანში გამართულ UEFA-ს განვითარების თასის ბოლო ტურში უზბეკეთის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება „პირველი არხი“.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში პენალტების სერიაში ლატვია დაამარცხეს, თუმცა, ასევე პენალტების სერიაში სომხეთთან დამარცხდა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკებს ანგარიშით 3:0 სძლიეს.
ამ მოგებით გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა 6 ქულა დააგროვა და უეფას განვითარების თასის მფლობელი გახდა.
საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ დუნდუა (4 გოლი) გახდა. მან გოლები უზბეკეთის გარდა, სომხეთთან (დუბლი) და ლატვიასთან მატჩებშიც გაიტანა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი თორნიკე კვარაცხელია (ხვიჩა კვარაცხელიას ძმა) დასახელდა.
გამარჯვებულის თასი საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრების კაპიტანს, ანდრია ფოცხვერიას სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა გადასცა.
გიორგი ჩიტაურის ხელმძღვანელობით საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ერევანში გამართული UEFA-ს განვითარების თასი 2022 წლის მაისშიც მოიგო.