https://sputnik-georgia.com/20250513/mamardashvili-la-ligis-35-turis-simbolur-nakrebshia-293341138.html
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
Sputnik საქართველო
ქართველი გოლკიპერი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. 13.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-13T18:39+0400
2025-05-13T18:39+0400
2025-05-13T18:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289790565_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_20d5188bd385712cc622de439489717c.jpg
თბილისი, 13 მაისი– Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, იუწყება „პირველი არხი". ტელეკომპანოიის ცნობით, რჩეული თერთმეტი მოთამაშე Whoscored-მა შეარჩია. „საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში „ხეტაფესთან“ მოგებული (3:0) შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა – მან გუნდი სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ლა ლიგაში გამართული 35 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 45 ქულით მე-10 ადგილზეა და დარჩენილ ტურებში ევროტურნირების საგზურის მოპოვებას შეეცდება. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „ხეტაფესთან“ მამამრდაშვილის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც ტურში ლა ლიგის მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა. მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წამყვანი სპორტული გამოცემების მიხედვით კონტინენტის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს კი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის "რეალთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 2024 წლის აგვისტოში მამარდაშვილმა კონტრაქტი ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულში გადავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/07/289790565_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_a3f093aec8cd74dee37982e017868ddc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია
ქართველი გოლკიპერი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა.
თბილისი, 13 მაისი– Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, იუწყება „პირველი არხი".
ტელეკომპანოიის ცნობით, რჩეული თერთმეტი მოთამაშე Whoscored-მა შეარჩია.
„საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში „ხეტაფესთან“ მოგებული (3:0) შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა – მან გუნდი სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლა ლიგაში გამართული 35 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 45 ქულით მე-10 ადგილზეა და დარჩენილ ტურებში ევროტურნირების საგზურის მოპოვებას შეეცდება.
ავტორიტეტულმა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „ხეტაფესთან“ მამამრდაშვილის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც ტურში ლა ლიგის მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
მამარდაშვილი წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში გერმანიაში ევრო-2024-ზე საქართველოს ნაკრების დებიუტის შემდეგ მოექცა. საქართველოს ნაკრების მეკარემ 29 სეივი შეასრულა, ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წამყვანი სპორტული გამოცემების მიხედვით კონტინენტის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს კი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის "რეალთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
2024 წლის აგვისტოში მამარდაშვილმა კონტრაქტი ინგლისურ „ლივერპულთან“ გააფორმა. მიმდინარე სეზონში ქართველი მეკარე თავის კლუბში იჯარის უფლებით დარჩა და „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულში გადავა.