https://sputnik-georgia.com/20250513/maka-bochorishvili-luqsemburgs-ewvia-293344543.html
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგს ეწვია
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგს ეწვია
Sputnik საქართველო
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე შეხვედრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს თავმჯდომარეობით იმართება. 13.05.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-05-13T16:02+0400
2025-05-13T16:02+0400
2025-05-13T16:02+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d2669eb924233245c484b521023eff62.jpg
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 13-14 მაისს გაიმართება, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პირველი დიპლომატი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გარდა ამისა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე - პრემიერისა და საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ ქსავიე ბეტელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში.წლევანდელი პანელური დისკუსია მიეძღვნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივას ,,დემოკრატიის ახალი პაქტი ევროპისთვის”. მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა-მინისტრებთან. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე შეხვედრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდეგ ლუქსემბურგი მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას ოფიციალურად გადასცემს მალტას, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_52:0:961:682_1920x0_80_0_0_d485e51af441b2208dea59d847df514b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგს ეწვია
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე შეხვედრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს თავმჯდომარეობით იმართება.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 13-14 მაისს გაიმართება, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პირველი დიპლომატი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გარდა ამისა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე - პრემიერისა და საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ ქსავიე ბეტელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში.
წლევანდელი პანელური დისკუსია მიეძღვნება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივას ,,დემოკრატიის ახალი პაქტი ევროპისთვის”.
„მინისტერიალის მონაწილეები იმსჯელებენ ევროპის საბჭოს როლზე ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და რეიკიავიკის დეკლარაციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მათ შორის: ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, განათლების საკითხებზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა-მინისტრებთან.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე შეხვედრა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს თავმჯდომარეობით იმართება.
მინისტერიალის დასრულების შემდეგ ლუქსემბურგი მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას ოფიციალურად გადასცემს მალტას, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს ევროპის საბჭოს აღმასრულებელ ორგანოს.