კახეთში პოლიციელი დაჭრეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2025
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მიმდებარედ 12 მაისის ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამის მკურნალობას გადის.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0